გუგული მაისურაძე
1963 წლის ზაფხულში ტიციან ტაბიძის ოჯახმა გადაწყვიტა ზაფხულში დასასვენებლად მარტყოფი აერჩიათ.სახლის არჩევის დროს ადგილობრივებმა ურჩიეს ელენე ლაღიძის, დედაჩემის დეიდის სახლკარი აერჩიათ, სადაც ჩვენ ბავშვობისას ყოველთვის იქ ვისვენებდით.დასასვენებლად ჩამოვიდა ტიციან ტაბიძის მეუღლე ნინა ალექსანდრეს ასული მაყაშვილი, ილია ჭავჭავაძის დისშვილისშვილი, პატარა შვილიშვილით, 4 წლის ნინოთი მის გადიასთან ერთად.ერთხელ, როცა ქალბატონი ნინა საოჯახო ალბომს ათვალიერებდა მისი ყურადღება მიიპყრო ახალგაზრდა კაცის სურათმა. აღნიშნული სურათი ტაბიძეების ოჯახსაც ჰქონდათ და მასზე გამოსახული იყო ტიციანის ბიძა, დედის ძმა, გვარად ფხაკაძე. სურათს ჰქონდა წარწერა, «სახსოვრად ჩემ საყვარელ მამიდაშვილს», და ის ეკუთვნოდა ბებიაჩემის, ოლღა ლაღიძის მამას.აღმოჩნდა, რომ ტიციან ტაბიძის დედა და ბებიაჩვენის მამა ბიძაშვილ/მამიდაშვილები იყვნენ. ამ აღმოჩენამ ძალზე გაახარა ტიციანის მეუღლე ქალბატონი ნინა მაყაშვილი. ასე იპოვეს ახლო ნათესავებმა ერთმანეთი.ფაქტიურად ტიციან ტაბიძე და ბებიაჩემი ოლღა ლაღიძე დაძმა ფხაკაძეების ჩამომავლები, შვილიშვილები აღმოჩნდნენ. ტაბიძეები ძმის, ხოლო ლაღიძეები დის მხრიდან.იმ ზაფხულს ტაბიძეების ოჯახთან ერთად ნელიც ისვენებდა რამაზთან ერთად, რომელიც მაშინ რამდენიმე თვის იყო.იმავე წლის ბოლოს რუსთაველის სახელობის თეატრში ფართოდ აღინიშნა ტიციან ტაბიძის დაბადების 70 წლისთავი.მე ჩავედი მცხეთაში და იქაურ ყვავილების მესაიდუმლეს მამულაშვილს ლამაზი კალათა შევუკვეთე. კალათა ძალზე მოსწონებია მოსკოვიდან სტუმრად ჩამოსულ სტასიკ ნეიგაუზს, პოეტ პასტერნაკის შვილობილს და ტიციანის შვილმა ნიტამ კალათა მას მოსკოვში გაატანა.ცალკე მინდა ავღნიშნო ტიციანის და პასტერნაკის უახლოესი მეგობრული ურთიერთობა. როდესაც პასტერნაკი თბილისში ჩამოდიოდა ყოველთვის ტაბიძეებთან ჩერდებოდა, ხოლო ტიციანის დაღუპვის შემდეგ მუგმივად ეხმარებოდა მის ოჯახს.ნიტა მოსკოვში ყოფნისას ხშირად ჩერდებოდა პასტერნაკის სახლმუზეუმში, პერედელკინოში. პერედელკინოში ცხოვრების დროს, ნელი, დიანა და სანდრო სტუმრად იყვნენ მათთან და მათ ისინი ძალიან გულთბილად მიიღეს.ჩემი მეუღლის, ნელი მიხეევას, წამომავლობის შესახებ. ნელი დაიბადა ქალაქ სვერდლოვსკში (დღეს ეკატერინბურგი) 1938 წლის 10 აგვისტოს. დედამისი ალევტინა ივანეს ასული პავლოვა წარმოშობით პეტერბურგიდან იყო, მამამისს საკუთრებაში ჰქონდა ფართლეულის მაღაზიები, რომლებიც რევოლუციის შემდეგ ჩამოართვეს და ურალში გადაასახლეს. ალევტინა ივანეს ასული ურალის ქალაქ კამიშლოვში დაიბადა. მისი პირველი ქმარი, ნელის მამა, იყო ვასილი მიხეევი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაშორდა და მეორედ გათხოვდა ურალში მცხოვრებ მიხეილ პანტელეიმონის-ძე მარტინევიჩზე, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ნელის გაზრდაში. მიხეილი სვერდლოვსკში მოხვდა პოლონეთის ნაწილის უკრაინაში მიერთებულ რეგიონიდან გადმოსახლების შედეგად.ნელის დედა განათლებით საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო, მამა, ვასილი მიხეევი, ორთქლმავლის მემანქანე, მამინაცვალი მიხეილი შეფმზარეულად მუშაობდა პიონერთა ბანაკებში.ნელიმ დაამთავრა სვერდლოვსკის რკინიგზის ელექტრომექანიკური ინსტიტუტი და განაწილებით მოხვდა ჩრდილოეთ ყაზახეთის ტერიტორიაზე განლაგებულ რკინიგზის ქვესადგურში, სოფელ მამლუტკაში, სადაც მე ამ ქვესადგურის გამწყობ-გამშვებად ვმუშაობდი. სწორედ იქ მოხდა ჩვენი გაცნობა და მოკლე ხანში შეუღლება.მამლუტკიდან მე მასთან ერთად გადავედი სამუშაოდ სადგურ პოდვოლოშნიაში (ქ. პერვოურალსკი). იქ ერთად ვცხოვრობდით საცხოვრებლად გადაკეთებულ ვაგონში. დაორსულების შემდეგ, რადგან ვაგონში არ იყო ცხოვრებისათვის ნორმალური პირობები, ორსულობის ბოლო თვეებში ნელი სვერდლოვსკში მშობლებთან გადავიდა სადაც 1963 წლის 2 მარტს რამაზი დაიბადა.სამი წლის შემდეგ მე დავბრუნდი თბილისში და ბინის მიღების შემდეგ ნელი და რამაზი თბილისში ჩამოვიყვანე. რამაზი მაშინ სამი წლის იყო. ორი წლის შემდეგ 1968 წლის 2 სექტემბერს შეგვეძინა ქალიშვილი დიანა.რამაზიმ დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტი. დიანამ დაამთავრა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის განხრის სკოლა და შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.სწავლასთან ერთად სპორტსაც მისდევდნენ, დიანა ცურვას დაეუფლა, რამაზი ავტორბოლას და წარმატებებსაც მიაღწიეს.ცურვის პერიოდში დიანას დაუახლოვდა ანტონ ბაბუციძე, რომელიც იმავე აუზში ცურავდა და 1995 წელს ისინი შეუღლდნენ. ანტონის მშობლები რუსუდან სიჭინავა და იაკობ (კუკური) ბაბუციძე ცნობილი ექიმები იყვნენ, ანტონის პაპა, ანტონ სიჭინავა, საქართველოს პედიატრიის ინსტიტუტის თანადამაარსებელი იყო.დიანას და ანტონს შეეძინათ სამი ვაჟი, ალექსანდრე, თედო და იაკობი. ისინი დღეს შვეიცარიაში ცხოვრობენ.რამაზმა ცოლად მოიყვანა ლალი სოზაშვილი, შვილები არა ჰყავთ.ნელის მშობლებს ნელის გარდა სხვა შვილები არ ჰყავდათ, ამიტომ მოინდომეს თბილისში გადმოსვლა საცხოვრებლად, ორჯერ გაცვალეს სვერდლოვსკის ბინა თბილისზე, მაგრამ ორჯერვე უკან დაბრუნდნენ.ორივე სვერდლოვსკში არიან დაკრძალული. მათი ბინის გაყიდვით მიღებული თანხით შევიძინეთ სოფელ საბუეში (კახეთი) გენერალ ირაკლი ჯორჯაძის სახლი ეზოთი, სადაც დღეს რამაზი ცხოვრობს.ნელის სამწუხაროდ დაკარგული ჰყავს ახლო ნათესაობა. ჰყავდა ორი უფროსი დეიდა ანა და ტატიანა. ყველაზე ახლოს ნელისთან იყო ტატიანას ქალიშვილი რიტა, რომელიც სამწუხაროდ ადრე გარდაიცვალა. რიტას მეუღლე იური მატვეევი სვერდლოვსკის უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრაზე მუშაობდა დოცენტად. ისინი დაშორებულები იყვნენ ერთმანეთთან.ანას ორი ვაჟი ჰყავდა, ერთი კალინინგრადის მილიციის უფროსად მუშაობდა, მეორე კი მოსკოვში მუშაობდა ფიზიკის ინსტიტუტში. მათი გვარი იყო დუმჩენკო. ერთერთი დეიდაშვილის ქალიშვილი იანა მინსკის უნივერსიტეტში მუშაობს ინგლისურის მასწავლებლად. ჩვენთან იყო ჩამოსული სტუმრად. ხშირად გვიკითხავს ხოლმე.ანა ოჯახს ომის შემდეგ დაკარგული ჰყავდა და წლების შემდეგ, როცა ნელი და რიტა გაგრაში ისვენებდნენ შემთხვევით შეხვდნენ ქუჩაში. მისი მეუღლე გაგრის სანატორიუმ «უკრაინაში» მუშაობდა და იქვე ცხოვრობდნენ.როგორც უკვე ავღნიშნე შვილიშვილები მშობლებთან ერთად შვეიცარიაში, ქ. ლოზანაში საკუთარ სახლში ცხოვრობენ.უფროსმა სანდრომ დაამთავრა ლოზანის, შემდეგ ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული და დიპლომატიური ფაკულტეტები, შუათანა თედო სწავლობს ლოზანის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, უმცროსმა იაკობმა დაამთავრა საშუალო სკოლა და ამჟამად მსახურობს შვეიცარიის არმიაში.უფროსმა სანდრომ უნივერსიტეტთან ერთად დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი და მიიღო ოფიცრის წოდება. ამჟამად მუშაობს შვეიცარიის არმიის წარმომადგენლად კოსოვოში პოლკოვნიკის შესაფერ თანამდებობაზე, რომელსაც ერთწლიანი ვადით იკავებს და ოქტომბერში ამთავრებს.მინდა მოვიგონო საბჭოთა კავშირის დროს ურთიერთობა ძალიან ცნობილ პიროვნებებთან. ის გახლდათ საბჭოთა კავშირში კოსმოსური რაკეტების გენერალური კონსტრუქტორის სერგეი კოროლიოვის ყოფილი მეუღლე ქსენია მაქსიმილიანოვა, რომელსაც მასთან ჰყავდა ქალიშვილი.ორივენი იყვნენ მედიცინის დოქტორები ნეიროქირურგიის დარგში და მუშაობდნენ კოსმონავტების ცნობილ ვარსკვლავურ ქალაქში. ლოროლიოვის რაკეტით გაფრინდა კოსმოსში დედამიწის თანამგზავრი, «სპუტნიკი» და შემდეგ პირველი კოსმონავტი გაგარინი.ქსენია მაქსიმილიანოვა გავიცანი ჩემი მოსკოველი უფროსის სერდინოვის მეუღლის მხრიდან, რომლის კლასის მეგობარიც იყო ოდესიდან. მათ დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდათ და ყოველ წელს ერთად ჩამოდიოდნენ ზაფხულობით დასასვენებლად სოხუმის გარეუბანში მცხოვრებ ოჯახში. ამ პერიოდში მე ჩავდიოდი მათთან შესახვედრად და პატივსაცემად ჩემ სოხუმელ თანამშრომლებთან ერთად.ერთ პერიოდში ნელის ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, დავურეკე ქსენია მაქსიმილიანოვას და ვთხოვე დახმარება. მან დიდი ყურადღება გამოიჩინა ჩვენს მიმართ და ნელის რეკომენდაცია გაუწია მოსკოველ ცნობილ გინეკოლოგთან.როგორც ნელიმ მიამბო ეს პროფესორი პირადად შეხვდა თავისი ბინის სადარბაზოსთან, აიყვანა ბინაში და გაუწია ეფეკტური მკურნალობა. ამის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემა აღარ ჰქონია. პროფესორს უთქვამს, მე საბჭოთა კავშირის მედიცინის წრეებში ისეთმა ცნობილმა ადამიანმა დამირეკა, რომ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდიო. კოროლიოვის ქალიშვილს ერთხელ მოვკარი თვალი რუსეთის ცენტრალურ ტელევიზიაში. ამის შემდეგ აღარ მინახავს. ასაკით ჩემი ტოლია