
ბიოგრაფია
დაბადება 1 ოქტომბერი 1933 წ. ქ. თბილისი.
გარდაცვალება: 1 ნოემბერი 2024 წ. ქ. თბილისი
დაამთავრა მოსკოვის ძერჟინსკის სახელობის სამხედრო-საარტილერიო აკადემია 1954 წელს; თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1959 წელს.
1959-1963წწ. — საკავშირო ტრესტ «ტრანსელექტრომონტაჟი»-ს 705 ელექტროსამონტაჟო მატარებელში ელექტროშემკეთებელი, წევის ქვესადგურების დამონტაჟების ოსტატი, გამწყობ-გამშვების ინჟინერი; 1963-1969წწ. — ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტრიფიკაციის და ენერგეტიკული მეურნეობის სამსახურის საგზაო ელექტროტექნიკური ლაბორატორიის უფროსი ელექტრომექანიკოსი, უფროსი ინჟინერი; 1969-1978წწ. — ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტრიფიკაციის და ენერგეტიკული მეურნეობის სამსახურის მთავარი ინჟინერი; 1978-1983წწ. — ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტრიფიკაციის და ენერგეტიკული მეურნეობის სამსახურის უფროსი; 1983-1988წწ. — ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის მოადგილე, საგზაო რევიზორი მოძრაობის უსაფრთხოების დარგში; 1988 წლიდან — ამიერკავკასიის რკინიგზის მოძრაობის სამსახურის უფროსის მოადგილე მართვის ავტომატიზებული სისტემების დარგში; 1988-1990წწ. — ამიერკავკასიის რკინიგზის ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1990-1993წწ. — საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მეურნეობის სამმართველოს უფროსი, გზის უფროსის მოადგილე; 1991-1995წწ. — საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 1995-2004წწ. საქართველოს რკინიგზის სახელმწიფო დეპარტამენტი — გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. არის რამდენიმე გამოგონებისა და რაცონალური წინადადების აგტორი. 1998 წლიდან არის მაისურაძეთა მოძრაობის აქციური მონაწილე, მრავალი ღონისძიების დამფინანსებელი. დაჯილდოვებელია მრავალი მედლით.
წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.205;
Оставьте комментарий