ერთი სურათის ისტორია


ერთი სურათის ისტორია
1963 წლის ზაფხულში ტიციან ტაბიძის ოჯახმა გადაწყვიტა ზაფხულში
დასასვენებლად მარტყოფი აერჩიათ.
სახლის არჩევის დროს ადგილობრივებმა ურჩიეს ელენე ლაღიძის,
დედაჩემის დეიდის სახლკარი აერჩიათ, სადაც ჩვენ ბავშვობისას
ყოველთვის იქ ვისვენებდით.
დასასვენებლად ჩამოვიდა ტიციან ტაბიძის მეუღლე ნინა ალექსანდრეს
ასული მაყაშვილი, ილია ჭავჭავაძის დისშვილისშვილი, პატარა
შვილიშვილით, 4 წლის ნინოთი მის გადიასთან ერთად.
ერთხელ, როცა ქალბატონი ნინა საოჯახო ალბომს ათვალიერებდა მისი
ყურადღება მიიპყრო ახალგაზრდა კაცის სურათმა. აღნიშნული სურათი
ტაბიძეების ოჯახსაც ჰქონდათ და მასზე გამოსახული იყო ტიციანის ბიძა,
დედის ძმა, გვარად ფხაკაძე. სურათს ჰქონდა წარწერა, «სახსოვრად ჩემ
საყვარელ მამიდაშვილს», და ის ეკუთვნოდა ბებიაჩემის, ოლღა ლაღიძის
მამას.
აღმოჩნდა, რომ ტიციან ტაბიძის დედა და ბებიაჩვენის მამა
ბიძაშვილ/მამიდაშვილები იყვნენ. ამ აღმოჩენამ ძალზე გაახარა ტიციანის
მეუღლე ქალბატონი ნინა მაყაშვილი. ასე იპოვეს ახლო ნათესავებმა
ერთმანეთი.
ფაქტიურად ტიციან ტაბიძე და ბებიაჩემი ოლღა ლაღიძე დაძმა
ფხაკაძეების ჩამომავლები, შვილიშვილები აღმოჩნდნენ. ტაბიძეები ძმის,
ხოლო ლაღიძეები დის მხრიდან.
იმ ზაფხულს ტაბიძეების ოჯახთან ერთად ნელიც ისვენებდა რამაზთან
ერთად, რომელიც მაშინ რამდენიმე თვის იყო.
იმავე წლის ბოლოს რუსთაველის სახელობის თეატრში ფართოდ
აღინიშნა ტიციან ტაბიძის დაბადების 70 წლისთავი.
მე ჩავედი მცხეთაში და იქაურ ყვავილების მესაიდუმლეს მამულაშვილს
ლამაზი კალათა შევუკვეთე. კალათა ძალზე მოსწონებია მოსკოვიდან
სტუმრად ჩამოსულ სტასიკ ნეიგაუზს, პოეტ პასტერნაკის შვილობილს და
ტიციანის შვილმა ნიტამ კალათა მას მოსკოვში გაატანა.
ცალკე მინდა ავღნიშნო ტიციანის და პასტერნაკის უახლოესი მეგობრული
ურთიერთობა. როდესაც პასტერნაკი თბილისში ჩამოდიოდა ყოველთვის
ტაბიძეებთან ჩერდებოდა, ხოლო ტიციანის დაღუპვის შემდეგ მუგმივად
ეხმარებოდა მის ოჯახს.
ნიტა მოსკოვში ყოფნისას ხშირად ჩერდებოდა პასტერნაკის
სახლმუზეუმში, პერედელკინოში. პერედელკინოში ცხოვრების დროს,
ნელი, დიანა და სანდრო სტუმრად იყვნენ მათთან და მათ ისინი ძალიან

Оставить комментарий