
ჩემი ბიოგრაფია
დავიბადე 1933 წლის 1 ოქტომბერს თბილისში. დედაჩემი ნადია ნანდოშვილიც
თბილისში დაიბადა 1910 წლის 26 აგვისტოს, ხოლო მამა თედო მაისურაძე
დაიბადა ონის რაიონის სოფელ სხანარში 1903 წლის 10 მაისს.
დედაჩემის მშობლებიც თბილისში დაიბადნენ : დედა ოლღა ლაღიძე 1891 წლის 27 მაისს, მამა გიორგი (გიგო) ნანდოშვილი 1880 წელს.
მამაჩემის მშობლები კი რაჭის სოფელში ოყვენენ დაბადებული — დედა
მატრონე კვირიკაშვილი, მამა პავლე მაისურაძე.
დედაჩემს ჰყავდა ოთხი და : მარიამი (მანია), თამარი, ნინა და სერაფიმა და
ერთი ძმა — დავითი რომელიც 19 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამჟამად
აღარცერთი ცოცხალი აღარ არის. სერაფიმა ბოლო წლებში საგვარეულო მამულში, მარტყოფში ცხოვრობდა. ეს მამული დედაჩემის წინაპრებს შესყიდული ჰქონდათ მე — 18 საუკუნის 60 — იან წლწბში თავად ავალიშვილისგან, მამულში მცხოვრები ყმებიანად. საბჭოთა ხელისუფლებამ მამულის დიდი ნაწილი ჩამოგვართვა.
მამაჩემი 12 წლის ყოფილა, როდესაც მისი მშობლები დაძმებიანად რაჭიდან
საცხოვრებლად გადმოვიდნენ თელავის რაიონის სოფელ ართანაში. მამაჩემს
ჰყავდა მასზე უმცროსი დაძმა ნინა და ვალოდია. ვალოდია ადრე გარდაიცვალა. მას დარჩა ვაჟი კაკო. ნინა შილდაში გათხოვდა და ორ გერს ზრდიდა. ქმარი ადრე გარდაეცვალა.
ჩემს დეიდებიდან შვილები, ოთარი და ლეილა, ჰყავდა უფროს დეიდას,
მარიამს, ოთარს ყავს ორი შვილი, ზურაბი და ირინა ხოლო ლეილას ორი
ქალიშვილი, ქეთი და მეგი შუბლაძეები. (ზურაბი სამწუხაროდ გარდაიცვალა).
ოთარს ჰყავდა უკრაინელი მეუღლე ზოია მიროშნიჩენკო, ლეილას კი მეუღლე
ემზარ შუბლაძე.
მამაჩემმა თბილისში დაამთავრა სამხედრო პოლიტიკური სკოლა და სამუშაოდ
გააგზავნეს ჯერ ქართულ ლეგიონში, ქ. თელავში, შემდეგ კი 1934 წლიდან
გადაიყვანეს ქ. ბორჯომში.
ბორჯომში 1941 წლის 1 სექტემბერს შევედი საშუალო სკოლის პირველ კლასში.
ერთი წლის შემდეგ იმის გამო რომ მამაჩემი 1942 წელს სამამულო ომის ფრონტზე გაიწვიეს, ცოლშვილი თბილისში გადმოგვიყვანა და დაგვაბინავა დედაჩემის მშობლებთან. ფრონტზე წასვლამდე მამაჩემმა დაამთავრა მოსკოვის სამხედრო პოლიტიკური აკადემიის დაჩქარებული კურსი ბაშკირეთის ქალაქ ბელიბეიში. სამამულო ომში იბრძოდა 1942 — 1945 წლებში გერმანიის წინააღმდეგ და ომის დამთავრებას შეხვდა აღმოსავლეთ პრუსიის ქ. კენიგსბერგში. ხოლო შემდეგ მონაწილეობა მიიღო იაპონიის წინააღმდეგ ომში — მანჯურიაში. მიღებული ჰქონდა სამამულო ომის ორი პირველი ხარისხის და ერთი მეორე ხარისხის ორდენები და რამდენიმე საბრძოლო მედალი. მათ შორის გერმანიაზე და იაპონიაზე გამარჯვების და კენიგსბერგის აღების აღსანიშნავი მედლები. იყო მარიუპოლის საპატიო მოქალაქე. მისი დივიზია მარიუპოლის სახელს ატარებდა, როგორც მისი განმანთავისუფლებელის.
დედამ სკოლის დამთავრების შემდეგ, ომის წლებში დაამთავრა ოთხწლიანი
სამედიცინო სასწავლებელი და მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა
თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში
უფროს ექთნად. მამა გარდაიცვალა 1992 წელს, დედაჩემის დაბადების დღეს,
დედა გარდაიცვალა 2001 წელს მამაჩემის დაბადების დღეს.
1942 წლიდან 1949 წლამდე ვსწავლობდი თბილისის 24 — ე საშუალო სკოლაში
(დირექტორი გრიგოლ კობახიძე). 1949 წლიდან 1952 წლამდე კი 42 — ე საშუალო სკოლაში (დირექტორი მიხეილ სვანიძე). მე — 11 კლასში სწავლისას სკოლაში მოვიდა რუსი პოლკოვნიკი მოსკოვიდან, რომელიც აბიტურიენტებს აგროვებდა მოსკოვის საარტილერიო საინჟინრო აკადემიაში მისაღებ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად. სკოლის დირექტორმა დაგვიძახა ოქროს მედლისათვის მებრძოლ მოსწავლეებს, მე და ანზორ ბიჭიაშვილს და მის კაბინეტში რუსმა პოლკოვნიკმა მოგვცა საჭირო ინფორმაცია აკადემიის შესახებ და მოგვიწოდა სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავსულიყავით მოსკოვში და მიგვეღო მონაწილეობა კონკურსში. მან გვითხრა რომ აქამდე აკადემიაში სასწავლებლად იღებდნენ მხოლოდ ოფიცრებს, ხოლო უშუალოდ სტალინის მითითებით გადაწყდა 1952 წლიდან აღნიშნულ და სხვა აკადემიების (საავიაციო) საინჟინრო ფაკულტეტებზე მიეღოთ სკოლადამთავრებულები, პირველ რიგში მედალოსნები.
ეს იყო მეტად პრესტიჟული სამხედრო საინჟინრო უმაღლესი სასწავლებელი,
რომელიც დაამთავრეს სტალინის შვილმა იაკობმა, ცნობილმა ქართველმა
გენერლებმა ირაკლი ჯორჯაძემ და გალაკტიონ ალფაიძემ. ეს იყო პირველი
სამხედრო აკადემია რუსეთში, რომელიც დაარსდა პეტრე პირველის დროს.
მოკლედ, დავუბრუნდები ბავშვობის წლებს. მახსოვს ჩემი პირველი საბავშვო
წიგნი « შვიდნი ». ყდაზე ბულბულის ფოტო იყო და წიგნში მოთხრობილი იყო
სხვადასხვა ფრინველების თავგადასავლები. ეს წიგნი თბილისში ჩვენს ქუჩაზე
მდებარე ბიბლიოთეკა — სამკითხველოდან გამოვიტანეთ, სადაც დედაჩემმა
მიმიყვანა. შემდეგ თითქმის მხოლოდ ამ ბიბლიოთეკით ვსარგებლობდი ჩემი
სკოლაში და ინსტიტუტში სწავლების წლებში.
ჩემი ბავშვობის წლები დაევთხვა ომის წლებს, იყო გაჭირვება, ოჯახში
ვიღებდით პროდუქტებს წიგნაკებით, საჭმელს ვამზადებდით ნავთქურაზე. ნავთის რიგში კი მე, დაძმებში უფროსი და უმცროსი დეიდა სერაფიმა ვიდექით ხოლმე. ზაფხულის არდადაგებზე ბებიას (დედის დედა) ოლღას მივყავდით კახეთში მეორე პაპის და ბებიის ოჯახში თელავის რაიონის ულამაზეს სოფელ ართანაში. ამ პერიოდში საჭმელ სასმელი არ გვაკლდა რადგან სოფლებში ოჯახები ქალაქთან შედარებით უფრო შეძლებულები იყვნენ. პაპაჩემს და ბებიაჩემს პავლეს და მატრონეს ოჯახში ჰყავდათ ფურკამეჩი და ძროხა, ღორი და ფრინველები (ქათმები, ინდაურები, იხვები). პაპაჩემი უვლიდა ხორბლისა და სიმინდის ყანებს და ვენახს, ბებიაჩემი აცხობდა პურს თონეში, ხოლო სიმინდისა და ხორბლის ნარევით პურს ფურნეში აცხობდა რომელიც მარნის გვერდით გვქონდა. ჩემთან
ერთად ჩემი დაძმაც იყვნენ, ლამარა და მუხანდი, ხოლო ოჯახში იზრდებოდა
ჩვენი ბიძაშვილი კაკო, რომელსაც მამა ადრე გარდაეცვალა, დედა კი სხვაზე
გათხოვდა და კაკოს ჩვენი ბებია და პაპა ზრდიდნენ.
სოფელში უდარდელად ვცხოვრობდით, დილით ადრე პაპა ჩადიოდა ვენახში და ვაზს უვლიდა, ჩვენ საუზმის შევდეგ ჩავდიოდით ვენახში, აგვისტოდან ყურძენი მწიფდებოდა და ვეპარებოდით. სოფელი მეტად წყალუხვი იყო და პატარა ღელე ჩვენს სახლსა და ვენახსაც ჩაუდიოდა. ომის წლებში სკოლის პირველი მეოთხედის პერიოდში სოფელში ვრჩებოდით იქაურ სკოლაში ვსწავლობდით, ართანის ოთხწლიან სკოლაში, მე — 5 კლასში კი სოფელ სანიორეს სკოლაში ვსწავლობდი ჩვენი სოფლიდან ხუთ კილომეტრში. სანიორესთან მდინარე უნდა გადაგვეკვეთა და ოჩოფეხებს ვხმარობდით. გვიან შემოდგომით თბილისში ვბრუნდებოდით, თელავამდე ურმით ხოლო თელავიდან მატარებლით, რომელიც მთელი ღამე უნდებოდა თბილისში ჩამოსვლას, მახსოვს მატარებელი გადავსებული იყო ხალხით და ბებიაჩემი სამი პატარა ბავშვით დიდი წვალებით მგზავრობდა ჩვენთან ერთად.
გვყავდა ერთი მამიდა, ნინა, რომელიც შილდაში იყო გათხოვილი, მას ქმარი
ადრე დაეღუპა და ორ გერს ზრდიდა, მათ ნუნუ და ვახტანგი ერქვათ. ხშირად
მასთანაც ჩავდიოდით და ერთი მეოთხედი შილდაშიც ვსწავლობდი რადგან
სოფელი დიდი იყო და იქ საშუალო სკოლა ჰქონდათ.
მახსოვს ერთი კურიოზი შილდის სკოლასთან დაკავშირებით. სკოლაში
აგროვებდნენ სოფლის პროდუქტებს, მათ შორის ქათმის კვერცხებს. მახსოვს
ერთხელ მე დამავიწყდა კვერცხების მიტანა და თავი რომ გამემართლებინა
მასწავლებელს ვუთხარი მამიდაჩემის ქათმებს გუშინ დასვენების დღე ჰყონდათ, ამიტომ ვერ მოვიტანე მეთქი, ეს მასწავლებელმა მამიდაჩემს უთხრა და დიდხანს ხალისობდნენ, სკოლაშიც და ჩვენს უბანშიც.
ბორჯომში ცხოვრების პერიოდში მახსოვს ხშირად დავდიოდით პარკში
მინერალურ წყლის მოსატანად. იქვე დავდიოდი საბავშვო ბაღში ლამარასთან
ერთად. პირველ კლასში ჩემთან ერთად სწავლობდა თენგიზ ზეინკლიშვილი,
რომელიც შემდეგ ცნობილი მომღერალი გახდა, მღეროდა თბილისის ოპერის და მოსკოვის დიდ თეიტრში, შესანიშნავი ბარიტონი იყო. მისი ძმა ჯემალი კი
ფეხბურთელი იყო, რომელიც თბილისის დინამოში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, მას მოფერებით « სვისტუნას » ეძახდნენ, რადგან შესანიშნავად ფლობდა მხატვრულ სტვენას. იმიტაციას უკეთებდა მრავალ ფრინველს. ბორჯომში ხშირად ჩამოდიოდნენ გიგო პაპა, ჩვენი დეიდები ნინა და თამარა, ჩემს ბავშვობის მეხსიერებას შემორჩა პაპაჩემის მოსწრებული პასუხი პონჩიკის გამყიდველის მიმართ. ჩვენ პაპასთან ერთად ქუჩის პირას პირველი სართულის აივანზე ვისხედით როცა ქუჩის დასაწყისიდან მოგვესმა ყვირილი: « პონჩიკი — პონჩიკი ». ჩვენ სახლთან რომ მოვიდა პაპაჩემმა უთხრა გამყიდველს სამი პონჩიკი მიეცი ბავშვებსო. გამყიდველმა უპასუხა მხოლოდ ერთი დამრჩაო. შე კაი კაცო, ამდენს რა გაყვირებდა თუ ერთზე მეტი არ გქონიაო. აბა რა მექნაო, უპასუხა გამყიდველმა, რა და შენ თვითონ შეგეჭამაო.
პაპაჩემი ბევრ სახალხო თამაშებს გვასწავლიდა, სამივეს ზედმეტი სახელები
დაგვარქვა, ჩვენი ხასიათის მიხედვით, მე ჯავრიას მეძახდა, ლამარას ფარეხას,
მუხანდის ცქვიტას. სამივე ჩავიბუქნებოდით და ხტუნვა-ხტუნვით ლექსებს
გვაყოლებდა. ომის გაჭირვების დროსაც კი, როცა სახლში ბრუნდებოდა,
ყოველთვის « კორჟიკები » ჰქონდა ჯიბეებში და ჩვენ კიბის დასაწყისშივე
ჩავირბენდით და ჩვენ თითონ ვიღებდით კორჟიკებს ჯიბეებიდან.
ცივი წყალი უყვარდა, ჰქონდა თავისი « ტოლჩა » რომელსაც პაპას ორმოს
ვეძახდით და ლიტრანახევრამდე ტევადობის იყო (ეხლაც შენახული აქვს ვერიკოს ავლაბარში). ჩამაგზავნიდა ხოლმე ეზოში და ამომქონდა ამ « ტოლჩით » შესანიშნავი ცივი ნატახტარის წყალი, უომელსაც ერთი მოსმით სვამდა. უყვარდა საფერავის ღვინო, ჰქონდა მუცელში გამოყვანილი ღვინის ჭიქები და მხოლოდ იმით სვამდა. ნამდვილი ყარაჩოღელი იყო, ძალიან უყვარდა დუდუკი, განსაკუთრებით დილის საარი. ნათქვამი ჰქონდა როცა მოვკვდები, დაკრძალვის შემდეგ დილის საარი დაუკარითო. ეს დანაბარები შეუსრულეს, თან ჩააყოლეს ბოთლი წითელი ღვინო და მედუდუკეთა დასტამ რომელსაც ჩვენი მეზობელი გლახო ზახაროვი ხელმძღვანელობდა მის საპატივსაცემად დილის საარი შეასრულეს. გლახო ცნობილი დამკვრელი და მომღერალი იყო. მას მოგვიანებით საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს. როცა პაპაჩემი სახლში პურმარილს აწყობდა ყოველთვის გლახოს დაუძახებდა ხოლმე. ერთხელ მარტყოფში ძველ ფირფიტებს ვათვალიერებდი და ვიპოვე გრამოფონის ფირფიტაზე დუდუკებზე შესრულებული ორი მელოდია. დასტას ხელმძღვანელობდა პავლე მაისურაძე რომელზედაც გაგებული მქონდა, რომ იყო დუდუკზე დაკვრის დიდოსტატი. ფირფიტა იმდენჯერ იყო მგამოყენებული, რომ ძნელია აღიქვა ის ტექნიკა, რასაც პავლე მაისურაძე ფლობდა, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ ჟღერს. ის გადავეცი გოგი მაისურაძეს, რომ ხმა გააწმენდიანოს და დისკზე გადაიტანოს. პავლე მაისურაძის თანამედროვე იგონებდა, როდესაც პავლე გარდაიცვალა, დაკრძალვის დროს მისი დასტის წევრები ამბობდნენ, ეს გასაოცარი თითები როგორ უნდა ჩავდოთ საფლავშიო. სამწუხაროა, რომ მისი დასტის ჩანაწერები ალბათ აღარ არის შემორჩენილი არც ერთ ფონდში. შეიძლება კერძო კოლექციებშია, როგორც მე აღმოვაჩინე ჩვენთან. ეს ფირფიტა პეტერბურგშია ჩაწერილი. ბებიაჩვენი, ოლა ბაბო, როგორც ჩვენ ვეძახდით, მეუღლის, გიგო პაპას მოგონებისას ჩვენ გვეუბნებოდა რომ მისი დიდი სურვილი იყო, იქამდე ეცოცხლა ვიდრე ჩვენ წამოვიზრდებოდით და ის შესძლებდა ჩვენთვის ესწავლებინა საოჯახო საქმეები — როგორ აგვერჩია ბაქარში სანოვაგე, ხორცის ნაჭრები, სხვადასხვა საჭველის მომქადებისას. თვითონ ის ყოველთვის საუკეთესოს ირჩევდა ხოლმე. ბებიაჩემი მოესწრო ჩვენს შვილებს, სამწუხაროდ გიგო პაპა და მამაჩემის მშობლები ვერ მოესწრნენ, ამიტომ ვიგონებ მათ რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა იცოდნენ მათი წინაპრების შესახებ. სამწუხაროდ ჩემი შვილიშვილები საქართველოში არ იზრდებიან და მათთვის ძნელია ჩვენი ტრადიციების ცოდნა, თუმცა მშობლები ცდილობენ არ დაავიწყონ ქართული ენა და ცდილობენ ქართული წერა-ითხვა შეასწავლონ.
გიგო პაპა ბრმა შემთხვევის მსხვერპლი გახდა 1943 წლის მარტში. ეს იიყო
მეტად მძიმე ომის წლებში. ოჯახში ერთადერთი მამაკაცი იყო, ორივე სიძე,
მამაჩემი და დეიდის ქმარი შაქრო გოგინაშვილი, რომლებიც ოფიცრები იყვნენ,
გრონტზე გაიწვიეს. შაქრო ძია ამ დროს შორეულ აღმოსავლეთში მსახურობდა.
მისი შენაერთი ყველაზე რთულ პერიოდში გადმოისროლეს და სტალინგრადის
ბრძოლაში მონაწილეობდა, დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა და მხოლოდ 1946 წელს
დაავადმყოფებული ჩამოვიდა თბილისში. როდესაც მისი შენაერთი შორეულ
აღმოსავლეთიდან გადმოისროლეს მისი ოჯახი, დეიდაჩემი მანია და შვილები
ოთარი და ლეილა, ნოვოსიბირსკში დარჩნენ და მხოლოდ მაშინ შეძლეს
თბილისში ჩამოსვლა, როდესაც გერმანელები კავკასიის ფრონტიდან გააძევეს. ეს იყო 1943 წლის ბოლოს.
ოლა ბაბოს მშობლები იყვნენ — დედა ვარინკა ბესალბეგოვა. მისი წინაპრები
იყვნენ ყარაბაღელი თავადები, რომლებიც თბილისში ჩამოსახლდნენ მე-18
საუკუნის ბოლოს (მეორე ნახევარში). თბილისში მათი სახლი იდგა ვერაზე, სადაც ამჟამად შოთა რუსთაველის ძეგლია. ამავე დროს მარტყოფში თავად
ავალიშვილისგან იყიდეს ვენახით გაშენებული მიწა და მარანი, რომელსაც
შემდებ დააშენეს სამი ოთახი. ერთი ოთახი დედაჩემის დეიდა — ელენემ
მოანგრია, რათა ძმისთვის მიეცა საშუალება ცალკე აეშენებინა სახლი და
დაშლილი მასალა მას გადასცა. მის ძმას ერქვა იაკობი, რომელსაც სამი
ქალიშვილი — ვარიჩკა, სონია და აგრაფინა და ერთი ვაჟი — გოგია ჰყავდა,
რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა — ის უცოლშვილო იყო. აგრაფინას ვაჟი თემური და მისი შვილები მარტყოფში ჩვენს გვერდით სახლში ცხოვრობენ. ბებიაჩემის მამა ლაღიძე სიმონ ბეჟანის ძე იყო მარტყოფის ეკლესიის დეკანოზი. იქვე იმ ეკლესსის ეზოშია დაკრძალული, ხოლო საფლავის ქვა, რომელიც მარტყოფში მის მამულში დგას, მის მეუღლეს ადგას.
ეს მამული, როგორც ავღნიშნე მეუღლის ვარინკა ბესალბეგოვის მშობლების
შეძენილი იყო ავალიშვილებისაგან, მეფე ერეკლე II — ს პერიოდში.
მარტყოფის ეკლესიამდე ის იყო ბოლნისის ეკლესიის მღვდელი, რომელიც
თავად გენო ქოშოლაშვილს ეკუთვნოდა. გენო ბებიაჩემის ნათლია იყო, მისი ვაჟი დავითი დედაჩემის ნათლია. მათ მფლობელობაში იყო მიწები რომლებიც
დღევანდელ ბოლნისის ტერიტორიაა. სახლი კი თბილისში ჰქონდა, სადაც დღეს სამხატვრო აკადემიაა განთავსებული. მისი ვაჟი დავითი მიხეილ ჭიაურელს თავის ფილმში « რაც გინახავს, ვეღარ ნახავ » — ში ჰყავს დაკავებული. მახსოვს ის გვიყვებოდა, როგორ შესთავაზა ჭიაურელმა ამ ფილმში მონაწილეობა და შემეკითხაო — ითამაშებ თავადის როლსო ? და მიუგია, როგორ საკუთარი თავის თამაში გამიჭირდებოდესო ? დავითი « ქეთო და კოტეშიც » თამაშობს, იქაც რა თქმა უნდა თავადის მცირე როლში.
ბებიაჩემის მამა სიმონ ლაღიძე და ტიციან ტაბიძე ნათესავები იყვნენ. ეს ამბავი
ჩვენ არ ვიცოდით და ის ტიციანის მეუღლე — ქალბატონმა ნინა მაყაშვილმა
აღმოაჩინა, როდესაც მარტყოფში ჩვენს სახლში ისვენებდა ნიტას პატარა
ქალიშვილ ნინიკოსთან ერთად და საოჯახო ალბომის დათვალიერების დროს
აღმოაჩინა სურათი ტიციანის ბიძის (დედის ძმის) გვარად ფხაკაძის. წარწერით
თავის მამიდაშვილის, სიმონ ლაღიძისადმი. ტიციანის დედა და ოლა ბაბოს მამა სიმონ ბეჟანის-ძე ლაღიძე აღმოჩნდნენ ბიძაშვილ-მამიდაშვილები, ე. ი. სისხლით ნათესავები მეორე თაობით.
ტიციანის მეუღლე ნინა მაყაშვილი, რომელიც ილია ჭავჭავაძის დის
შვილიშვილი იყო, ძალიან გაახარა ჩვენთან ნათესაობამ და ის ძალიან ხშირად
სტუმრობდა ბებიაჩემ ოლღას ავლაბარში, ეს ურთიერთობა მისმა ქალიშვილმა
ნიტამ და შვილებმაც, გივიმ და ნინომ, გააგრძელეს. ჩვენი შვილები კი ისევ
დაშორდნენ ნიტას შვილებს, მიუხედავად იმისა რომ რამაზი გივის ნათლულია. ეს ნათლობაც ნინა მააშვილის სურვილით მოხდა, რომ ნათესაობა გაგვეახლებინა.
ბესალბეგოვები — ბესალბეგიშვილები უნდა იყვნენ, სახელებიც ყველას
ქართული ჰქონდათ. ბარბარეს მამას გიორგი ერქვა, შვილებს ნინა, ბარბარე,
იაკობი, ბესარიონი. საიდან მოხვდნენ ყარაბაღში უცნობია.
მიხეილ ჭიაურელსა და ვერიკოსთან მეგობრობდა ჩვენი დეიდა ნინა. ნინა
ვერიკოს დიდი თაყვანისმცემელი იყო, დაახლოებული იყო სხვა მსახიობებთანაც, სესილია თაყაიშვილთან, მარინე თბილელთან და სხვა.
ერთხელ ნინამ ძველ ახალწელს, ნინაობას, დაპატიჟა ავლაბარში ჩვენთან
სახლში ვერიკო, მიშა ჭიაურელი, მათი ქალიშვილი სოფიკო ქმართან, გიორგი
შენგელაიასთან და სესილია თაყაიშვილი, გიორგიმ ისინი მოიყვანა მაგრამ
თვითონ არ ამოვიდა. სტუმრებმა ბევრი იხალისეს, ჭიაურელი ყვებოდა სტალინთან შეხვედრებს, მოგვიყვა თავისი მშობლების შესახებ, რომლებიც სოფელ დიღმიდან იყვნენ. ერთხელ როცა მიხეილი თბილისში მოქანდაკესთან მოწაფედ მუშაობდა დედამისმა ჩამოაკითხა სანოვაგით, დიღმიდან. მიხეილი ამ დროს თიხას ტკეპნიდა ხელებით, დედამისმა ეს რომ დაინახა თურმე უთხრა, გული მეწვება რომ გიყურებ, იმიტომ გამოგიშვი ქალაქში, მინდოდა კაცი გამოსულიყავი, შენ კი ტალახსა ტიტყნიო.
მიხეილმა მოიგონა გიორგი ლეონიძესთან ტელეფონით საუბრის შესახებ. როცა
ლიონიძემ სტალინური პრემია მიიღო მიშამ, როგორც მისმა ახლო მიგობარმა
ტელეფონით დაურეკა და ვითომ საქართველოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე ელაპარაკებოდა ისე დაუწყო მილოცვა ყოველ სიტყვაზე გოგლა თავისებური ბუბუნით მადლობას უხდიდა, ბოლოს მიხეილმა მიახალა « შენი თავი იყოს ჩემ ტრაკშიო » და დაუკიდა ყურმილი, ვერიკომ დაამატა « გოგლა მიხვდა, რომ ეს მიშა იყოო », ურეკავდა საპასუხოდ მაგრამ მიშამ, რა თქმა უნდა, ყურმილი არ აიღო. მიშამ გააგრძელა — თურმე მეორე თუ მესამე დღეს მართლა პატრიარქმა დაურეკა მისალოცად და მას რამდენიმე სიტყვა ჰქონდა ნათქვამი, გოგლას ეგონა რომ ისევ მიშა ურეკავდა და მოინდომა დაესწრო მითომ მიშასთვის, ფაქტიურად კი კალისტრატეს იგევე სიტყვები გაუმეორა რითაც გოგლას ბოლოს მიმართა. როცა გოგლამ გაიგო, რომ ეს მიშა კი არა კალისტრატე იყო, რა თქმა უნდა მოუბოდიშა, მაგრამ უკვე გვიან იყო.
ერთხელაც ნინას სტუმრობდნენ სესილია და მარინა თბილელი, ისინი გვიან
ღამემდე შემორჩნენ სუფრას, ბევრი იხალისეს და კმაყოფილები მე და ჩემმა
დეიდაშვილმა ოთარიმ, ოთარის მანქანით გავაცილეთ სახლებში. გვიანი ღამე
იყო, ქუჩაში აღარავინ დადიოდა. როცა სომხურ თეატრს ჩავუარეთ სესილიამ თავი გაყო მანქანის ფანჯრიდან და დაიძახა « სომხებო თქვენი დედაო… » მარინამ უთხრა აბა-აბა ნუ იგინები, ხომ არ გავიწყდება, რომ მე სომეხი ვარო (მარინა გვარად იყო სარქისოვი, მისი ძმა პეტრე სარქისოვი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო სასტენდო სროლაში, მისი ცოლი დიანას ინგლისურს ასწავლიდა კომაროვის სკოლაში). სესილიამ უპასუხა, სომეხი ხარ და შენი დედაცო…
სესილია სომხებზე გაბრაზებული იყო ალბათ იმიტომ, რომ გოძიაშვილმა
სესილია დატოვა და სომეხი პიანისტკა შეირთო ცოლად.
მამაჩემის მშობლები იყვნენ მატრონე კვირიკაშვილი და პავლე მაისურაძე.
ისინი რაჭიდან კახეთში — ართანაში გადასახლდნენ. მამაჩემი მაშინ 12 წლის
ყოფილა, ართანაში კარგი სახლკარი ჰქონდათ, ძალიან კარგი ვენახი საიდანაც
მოკრეფილ ყურძენს თავისივე მარანში სწურავდა და ქვევრში ინახავდა. ორივე
ართანაში არიან დაკრძალული.
მე და ჩემი დაძმა თბილისში დედაჩემის მშობლებთან ვიზრდებოდით, ამიტომ
მამაჩემის მშობლებს მხოლოდ ზაფხულობით ვხვდებოდით, ისიც ომის წლებში. თბილისში ვცხოვრობდით დედაჩემის მშობლების სახლში, რომელიც
ავლაბარში შაუმიანის ქუჩაზე მდებარეობს. ადრე კახეთის ქუჩა ერქვა, დღეს კი
ქეთევან წამებულის გამზირია. სახლი ორსართულიანია, ქუჩის მხარეს ორი
გადახურული რკინის აივნით, ეზოში კი ერთსართულიანი ოთახებია რომლებიც ქუჩის მიმართ პერპენდიკულარულად არის განლაგებული, სულ ოცზე მეტი ოთახი იყო. ჩემი წინაპრები მეორე სართულზე ცხოვრობდნენ, ქვევით კი მდგუმები ჰყავდათ. რევოლუციის შევდეგ პაპაჩემს ეს სახლი, მამის, დავითის აშენებული, ჩამოართვეს და მხოლოდ ერთი ყველაზე დიდი ოთახი დაუტოვეს, დაახლოებით 40 კვადრატული მეტრის ფართობის. ამ ერთ ოთახში, წინ შუშაბანდით, ვცხოვრობდით ომის წლებში 11 სული: პაპაჩემის დედა ლიზა, პაპაჩემი გიგო, ბებიაჩემი ოლღა, დეიდები თამარი, ნინა, სერაფიმა, დედაჩემი და ჩვენ, სამი შვილი, მე, ლამარა და მუხანდი. მხოლოდ ომის დამთავრების წინ ჩვენს გვერდით განთავისუფლდა ერთი ოთახი სადაც ომის დროს სევასტოპოლიდან ჩამოსულები ცხოვრობდნენ და იმ ოთახში გადავედით დედაჩემი თავისი შვილებით. ჩვენს გარდა ჩვენს გვერდით ცხოვრობდნენ კიდევ ორი სომხური ოჯახი, სულ თერთმეტი
სული, ერთი ოჯახი ჩვენს ოთახებს შუა და მეორე ჩვენს ყოფილ სამზარეულოში, რომელიც საცხოვრებლად იყო გადაკეთებული. პაპაჩემმა შეასახლა ახლად დაქორწილებული დედაჩემი და მამაჩემი, ხოლო შემდეგ მამაჩემი თელავში გადაიყვანეს სამსახურში და იქ ჯერ ქართული ოჯახი შესახლდა, მამაჩემთან ერთად ნამსახურები სამხედრო, შემდეგ კი სომხური ოჯახი. შემდეგში მათ ბინები მიიღეს და ეს ოთახები ჩვენ დავიბრუნეთ.
როგორც დედაჩემი იგონებდა, ჩვენს რკინის აივანზე უყვარდა ჯდომა ჩვენთან
სტუმრად მყოფ აკაკი წერეთელს, რომელიც ისაკაძეების ნათლია იყო, ოთარ
ისაკაძის, რომელიც შემდეგ წლებში ცნობილი იურისტი გახდა, ხოლო მისი მამა და ბიძა პაპაჩემთან პურის საცხობში მუშაობდნენ. სწორედ ისაკაძეები იყვნენ აკაკის რაჭაში მოგზაურობის ერთ-ერთი ორგანიზატორები. ავლაბარში შემონახული გვაქვს ლომბერნის მაგიდა რომელზეც აკაკის მიერ ჩაის სმის დროს იყო დალაქავებული. ამის შესახებ დედაჩემმა მიამბო.
თბილისში 24-ე საშუალო სკოლაში, ყოფილ მე-4 გიმნაზიაში, სადაც მე
ვსწავლობდი, სწავლობდნენ ბიბიაჩემი, ჩემი დეიდები და ბიძა დავითი, რომელიც ჩემ დაბადებამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა.
აღნიშნული სკოლა ერთერთი პრესტიჟული იყო ქალაქში, ჰქონდა შესანიშნავი
სპორტული დარბაზი, სადაც განთავსებული იყო სპორტული სკოლა “შევარდენი“. აქ მე-4 კლასიდან ჩავები ტანვარჯიშის სექციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი ტანმოვარჯიშე “შევარდენიდან“ კოსწია გრომოვი. აქვე კალათბურთის სექციაში ვარჯიშობდა ჩემზე ორი წლით უფროსი ვაჟა გვანცელაძე რომელიც
შემდგომში თბილისის დინამოს წამყვანი კალათბურთელი გახდა. დღეს
მედიცინის პროფესორია. ჩემთან ერთად კლასში სწავლობდნენ გიზო ჟორდანია, მომავალი ცნობილი რეჟისორი, ანზორ ბიჭიაშვილი და კაკო მესტვირიშვილი, ცნობილი ფიზიკოსები, იური მაისურაძე, რომელიც ჩემთან ერთად მოსკოვის ჟუკოვსკის სახელობის საავიაციო საინჟინრო აკადემიაში მოეწყო, მასთან ერთად სწავლობდა შემდგომში ცნობილი ძალოსანი და მწერალი იური ვლასოვი, ჩვენ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს მოსკოვის დინამოს სტადიონზე, რომელიც აკადემიის გვერდით მდებარეობდა. ჩემთან ერთად სწავლობდნენ აგრეთვე გურამ ცაგარეიშვილი, ნოდარ დესპოტაშვილი, ელგუჯა ჩინჩილაკაშვილი, რომლებთანაც შემდგომში გავაგრძელე მეგობრობა. ახალ სკოლაში გადასვლის შემდეგ აქ ჩამოთვლილებს დაემატნენ ნოდარ ფრიდონაშვილი, გივი ეფრემიძე, რომლებთანაც ერთად ვვარჯიშობდი. შემდგომში ფრიდონაშვილმა ფიზკულტურის ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა და ცნობილი ტანმოვარჯიშე გახდა. ეფრემიძემ და ცაგარეიშვილმა სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოქიმიის ფაკულტეტი დაამთავრეს. გურამი ცნობილი მეცნიერი, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე გახდა სამეცნიერო ნაწილში. საარტილერიო აკადემიაში სწავლების დროს ჩემთან ერთად სწავლობდნენ ორი პოდპოლკოვნიკი, ორი მაიორი, ერთი კაპიტანი, რომლებიც ომის მონაწილეები იყვნენ, ძირითადად უფროსი ლეიტენანტები, რომლებსაც ომის შემდეგ ჰქონდათ დამთავრებული სამხედრო სასწავლებლები და სამხედრო ნაწილებში იყვნენ ნამსახურები, ჩვენ კი, რომლებიც საშუალო სკოლიდან ვიყავით და ოფიცრის წოდებები არ გვქონდა შვიდნი ვიყავით. მათ შორის მიხეილ პირსკი, გენერალ-პოლკოვნიკის შვილი, იური ბატანოვი, გენერალ-მაიორის შვილი, ვიტალი პოლიექტოვი, აკადემიის უფროსის გენერალ-ლეიტენანტ პოლუექტოვის ძმისშვილი, პონომარიოვი, როსტოვის პარტიის საოლქო კომიტეტის მდივნის შვილი, შესტაკოვი შეიარაღების მინისტრის პირველი მოადგილის შვილი (შეიარაღების მინისტრი იმ დროს იყო უსტინოვი, შემდგომში თავდაცვის მინისტრი, პოლიტბიუროს წევრი), სმირნოვი, მოსკოვის საქალაქო კომიტეტის მდივნის შვილი. 1953 წლის 1 იანვარს შესტაკოვის სახლში შევხვდი, სადაც მე და პირსკი ვიყავით დაპატიჟებული ბოლშაია გრუზინსკაიას ქუჩაზე, ჩვენთან ერთად
იყვნენ უსტინოვის სამი ქალიშვილი და უფროსი ქალიშვილის მეგობარი ვაჟი.
სტალინის და ბერიას პერიოდში მე, როგორც ქართველი, დიდი პატივისცემით
ვსარგებლობდი. ამავე პერიოდში აკადემიის უმაღლეს კურსებზე გადამზადებას გადიოდა საბჭოთა კავშირის გმირი პოლკოვნიკი გალაკტიონ ალფაიძე, შემდგომში გენერალ-ლეიტენანტი, რომელიც 13 წელიწადი პლისეცკის რაკეტოდრომის უფროსი იყო. აღნიშნული რაკეტოდრომი მარშალ გელოვანის აშენებული იყო და იქ ძირითადად ცნობილი კონსტრუქტორის გენერალ- პოლკოვნიკ ნადირაძის რაკეტებს სცდიდნენ. სარაკეტო ტექნიკა, კონტინენტთაშორის რაკეტების ჩათვლით უკვე ფართოდ იყო
დანერგილი შეიარაღებაში, მის განვითარებას პოლიტბიუროდან ბერია
კურირებდა.
პირველი კოსმოსური ხომალდი, რომლითაც გაგარინი გაფრინდა სწორედ
სტალინის და ბერიას პერიოდში იყო შექმნილი. შემდგომ ხრუშჩოვმა თავის
კარიერაში გამოიყენა, თითქოს ეს ყველაფერი მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა. სტალინის სიკვდილისა და ბერიას განადგურების შემდეგ ქართველებისადმი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა და მე იძულებული გავხდი აკადემია დამეტოვებინა და თბილისში დავბრუნდი. სწავლა გავაგრძელე რკინიგზის ტრანსპორტის საინჟირტო ინსტიტუტში რომელიც დავამთავრე 1959 წელს.
პირველი ჩასვლა ზღვაზე
1946 წელს გაგრაში გაიხსნა ომის შემდეგ პირველი სანატორიუმები, სულ ოთხი-ხუთი, რომლებიც ომის წლებში ჰოსპიტლებად იყო გადაკეთებული. ყოფილ ოლდენბურგის სასახლეში გახსნილი სტალინის სახელობის სანატორიუმი, გაგრის მთის კალთაზე, მის გვერდით ვცსპ-სის დასასვენებელი სახლი, გაგრიფშის გვერდით მე-17 პარტყრილობის სახელობის სანატორიუმი, იქვე სანატორიუმი « რიცა », 1947 წელს გაიხსნა სანატორიუმი ჟოეკვარა ზღვის სანაპიროზე.
1946 წლიდან სტალინის სახელობის სანატორიუმის ბუღალტერიაში მუშაობა
დაიწყო თამარამ. იმავე წლს სკოლის არდადაგების დროს ბებიაჩემმა წამიყვანა
გაგრაში. მატარებელი იმ დროს დადიოდა მხოლოს სოხუმამდე. მახსოვს სოხუმიდან გავემგზავრეთ სატვირთო მანქანით ბზიფამდე რიცის ტბისკენ მიმავალ გზამდე, მანქანამ რიცის გზისკენ გაუხვია ჩვენ კი ჩამოვედით და ღამე გავათიეთ ხიდის საყარაულო პატარა ოთახში. დილით გავემგზავრეთ ასევე სატვირთო მანქანით გაგრამდე.
მახსოვს მატარებელში ბებიაჩემმა გამაღვიძა გამთენიისას ჯერ კიდევ
ბინდბუნდი იყო და ფანჯარაში გამახედა, ზღვა მომეჩვენა უზარმაზარ მოხნულ
მინდვრად, ბინდბუნდში მისი აქოჩრილი ტალღები ხნულები მეგონა, როცა
გათენდა ზღვას თვალს ვერ ვაშორებდი. ასეთი იყო ჩემი პირველი
შთაბეჭდილება.
სანატორიუმში გავიცანი ჩემი თანატოლი თენგიზ იოსელიანი სანატორიუმის
მთავარი ექიმის ნატალია იოსელიანის ვაჟი. ჩვენთან ერთად ისვენებდა
უშიშროების მინისტრის ვაჟი გურამ რუხაძე. ჩვენ სამნი ერთად დავდიოდით
ზღვაზე. ცურვა რაღაც ორ კვირაში ვისწავლე და უკვე შიშის გარეშე მივცურავდი თენგიზთან ერთად 200-300 მეტრამდე.
ეს სანატორიუმები იყო თბილისის ინტელიგენციის დასასვენებელი. აგვისტოში ჩამოდიოდნენ კონსტანტინე გამსახურდია ცოლშვილით, მაშინ ზვიადი 6-7 წლის იყო. დედამისი ზღვაზე გვატანდა ჩვენ 13-14 წლისანი ვიყავით და გვთხოვდა ყურადთება მიგვექცია, რადგან ცურვა არ იცოდა. ჩამოდიოდნენ ასევე მომღერლები ნადეჟდა სოხაძე შვილით კუკურითი, მერი ნაკაშიძე, დავით გამრეკელის ყოფილი მეუღლე თავის ქალიშვილით, სიმებიანი კვარტეტი და სხვები. სანატორიუმში იყო შესანიშნავი ბილიარდი პრინც ოლდენბურგის დროს შეძენილი, სადაც ვისწავლე თავაში და სერიოზულად დავოსტატდი, რადგან ამ სანატორიუმში ჩავდიოდი 1946-1950 წლებში, მთელი არდადაგების მანძილზე.
1950 წელს თამარა დეიდა იქვე გადავიდა სახელმწიფო აგარაკ გაგრიფშთან
ახლოს სადაც სულ ორი-სამი ოჯახი ისვენებდა.
იმავე წელს მე ვიყავი სპორტულ ბანაკში გუდაუთში და 3 დღით ჩავედი
დეიდაჩემთან აგარაკზე. იმ პერიოდში ისვენებდა საქართველოს ცკ-ას მეორე
მდივანი ბარამია მეუღლესთან ერთად და აფხაზეთის საოლქო კომიტეტის
მდივნის მგელაძის ცოლი და ქალიშვილები. მე მარტო შევდიოდი და ვთამაშობდი ბილიარდს. ერთ დღესაც შემოვიდა უფროსი მამაკაცი, რომელსაც არ ვიცნობდი (თურმე აკ. მგელაძე, ყოფილი აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი). მითხრა შენ თავს ეთამაშებიო? ვუთხარი რომ ბარამია კრესლო-კაჩალკაში იყო და მუდმივად პრესას ეცნობოდა. შემომთავაზა თამაში და ერთ თუ ორი პარტია მოვუგე. გამეხუმრა შენ ოსტატი ყოფილხარო და დეიდაჩემისთვის უკითხია ვინ არის ეს ახალგაზრდაო. უკან გუდაუთამდე ჩამომიყვანა თავის ცოლშვილთან ერთად ორი მსუბუქი მანქანით მ-1. მახსოვს გზად შევიარეთ ბიჭვინთის ბუხტაზე, სადაც მხოლოდ ეკლესია იყო 80 იანი წლების დასაწყისში საწყობად გადაქცეული. იქვე
ზღვის პირზე ვისაუზმედ. მე მეორე ლიანდეგების მშენებლობასთან დაკავშირებით ვიყავი სკრაში. იქ იყო ბებნისის მეურნეობის სანერგეს ფილიალი და მივედი ნერგების შესაძენად. ამ დროს ჩამოვიდა აკ. მგელაძე რომელიც ბებნისის მეურნეობის დირექტორად მუშაობდა. მას მოვაგონე გაგრაში ბილიარდს რომ მეთამაშებოდა. ძალიან გაეხარდა, ყველას უყვებოდა როგორ კარგად ვთავაშობდი ბილიარდს.
ინსტიტუტის წლები
1954-1959 წლებში ვსწავლობდი რკინიგზის საინჟინრო ინსტიტუტის ელექრტო ტრანსპორტის ფაკულტეტზე. ჯგუფში ვიყავით 25 ნი, ოთხი ქალი და 21 ვაჟი. ჩვენი დეკანი იყო გიორგი სეხნიაშვილი, ელექტრო წევის კათედრის გამგე ლევან აბელიშვილი, შემდგომში მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. მათემატიკის კათედრის გამგე გიორგი ავაზაშვილი, ფიზიკის — ფრანგიშვილი და სხვა ცნობილი პროფესორები. ინსტიტუტის რექტორი იყო ჯერ კობახიძე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ გრიგოლ ვარდოსანიძე, რომელიც ინსტიტუტის პოლიტექნიკურთან შეერთების შემდეგ 1960 წლიდან გადავიდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში მთავარ ინჟინრად. მასთან ერთად მომიწია მუშაობა, როდესაც ელექტრიფიკაციის სამსახურის მთავარ ინჟინრად შემდგომში კი უფროსად ვმუშაობდი.
ინსტიტუტში მუშაობის წლებში ვიყავი საწარმოო პრაქტიკაზე ელექტრო
სამონტაჟო მატარებელ N 703-ში, საკონტაქტო ქსელის მონტაჟზე სოხუმ-სოჭის
მონაკვეთზე. შემდეგ წლებში ნოვოჩერკასკის ელმავალთმშენებელ ქარხანაში,
სადაც ჩემ თანაკურსელ თენგიზ ელიაშვილთან ერთად ვლ 1600 ელმავლის
ელექტროძრავების ღუზის მონტაჟი გვანდეს დამოუკიდებლად. აღნიშნული ელმავალი შემდგომში შემხვდა პერმის საელმავალო დეპოში, სვერდლოვსკ-
პერმის უბანზე მუშაობისას. ამ დროს მე ვმუშაობდი გორობლაგადატსკაია-
კაჩკანარის უბანზე ორი ქვესადგურის გაწყობის სამუშაოებზე. მე-5 კურსზე ვიყავი პრაქტიკაზე მოსკოვის მეტროპოლიტენში. ინსტიტუტის მე-3 კურსზე სწავლისას, ამირჩიეს ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის წევრად. ჩემთან ერთად კომიტეტში მუშაობდნენ ოთარ ყანჩელი — პირველი მდივანი, გივი ფანჩულიძე, შემდგომში პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორი, ალექსანდრე ლისიცინი — შემდგომში საკავშირო გზათა
სამინისტროს ცენტრალური სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი. სამწუხაროდ ისინი ადრე გარდაიცვალნენ. სკოლაშიც და ინსტიტუტშიც წარმატებით
ვსწავლობდი, სპორტსაც მივდევდი და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებასაც,
ამიტომაც მე -10 კლასში კომკავშირის კომიტეტის მდივნად ამირჩიეს, ინსტიტუტში კი ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეიტის წევრად.
სამხედრო აკადემიაში ჩარიცხვის შემდეგ, ერთი თვით წაგვიყვანეს
არტაკადემიის პოლიგონზე, გორკის ოლქის სოფელ გრახოვეცში. პოლიგონი
ძალიან ლამაზ ადგილზე იყო განლაგებული, ირგვლივ ნაძვის ტყე იყო,
ვცხოვრობდით სამხედრო კარვებში, თითოში ათი მსმენელი. იქ გავდიოდით
« ახალგაზრდა მებრძოლის » კურსს, რომ შემდეგ სამხედრო ფიცი მიგვეღო. ბატალიონს ხელმძღვანელობდა ჩვენივე მომავალი კურსელი, უფროსი
ლეიტენანტი პირსკი, მიხეილის უფროსი ძმა. აქვე გავიცანი ქართველი რობინზონ თუშურაშვილი, რომელიც არტაკადემიის
პოლკში მსახურობდა, პოლკი ზვენიგოროდში იდგა, გრახოვეცში კი ზაფხულის ბანაკი იყო და იქ მსახურობდა ჩვენთან ერთად.
როდესაც თბილისში რკინიგზის ინსტიტუტში მოვეწყე ისიც იქ დამხვდა ოღონდ სხვა ფაკულტეტზე სწავლობდა. ის ჯარში ინსტიტუტში სწავლისას იყო გაწვეული და ამიტომ ჩემზე ორი წლით ადრე სწავლობდა. მახსოვს ჩვენი შეხვედრა ინსტიტუტის დერეფანში შესვენების დროს. ძალიან გავიხარეთ, მან მის ჯგუფელებთან მიმიყვანა და გააცნო ჩემი თავი. შემდგომ რობინზონი ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის პირველ მდივნად აირჩიეს, მაშინ ის მეოთხე კურსზე სწავლობდა ხოლო ინსტიტუტის დამთავრებისთანავე თბილისის ორჯონიკიძის კომკავშირის რაიკომის მდივნად აირჩიეს. შემდგომში იმავე რაიონის აღმასკომის თავნჯდომარის მოადგილედ, რესპუბლიკის ავტოინსპექციის უფროსად, ტრანსპორტის პოლიციის უფროსად, ბოლოს კი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მიადგილედ მუშაობდა. ჩვენ ყოველთვის მეგობრებად ვრჩებოდით.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩემივე სურლვილით ავირჩიე სამუშაო
საკავშირო ტრესტის ტრანსელექტრომონტაჟის N 705 ელექტოსამონტაჟო
მატარებელში. ტრესტი მოსკოვში იყო გზათა სამინისტროს სიახლოვეს, რომელსაც სათავეში ედგა შესანიშნავი ინჟინერი და ორგანიზატორი შალვა სარდიონის ძე ლოგუა, რომელიც ადრე ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს ელექტროფიკაციის სამსახურს ხელმძღვალელობდა, სადაც წლების შემდეგ მე მომიწია ამ სამსახურის უფროსობა.
აღნიშნული ტრესტი ჩამოყალიბდა 1949 წელს გზათა სამინისტროს
შემადგენლობაში, ხოლო შემდეგ როდესაც ამ სამინისტროს გამოეყო და ცალკე
სამინისტროდ, სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროდ ჩამოყალიბდა ეს
ტრესტიც მის შემადგენლობაში აღმოჩნდა. აღნიშნული ტრესტი რკინიგზების ელექტრიფიკაციის სამუშაოებს აწარმოებდა, მასთან ერთად ჩამოყალიბდა მთელი ინდუსტრიული ბაზა, რომელიც წევის ქვესადგურების ელექტრო მოწყობილობას ამზადებდა. ლოგუას
ხელმძღვანელობის წლებში მან მიაღწია შესანიშნავ შედეგებს, წელიწადში 2000 კმ-ის რკინიგზის ელექტრიფიკაციას აწარმოებდა. ამ დამსახურებისათვის ტრესტი ლენინის ორდენით (სსრკ-ს უმაღლესი ჯილდო) დაჯილდოვდა, ხოლო ლოგუას სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიანიჭეს.
N 705 მატარებელი, როდესაც მე ჩავედი სამუშაოდ იდგა კუიბიშევის რკინიგზის სადგურ ინზაში. ეს იყო საკვანძო სადგური, სადაც რკინიგზა ორად იყოფოდა, ერთი კუიბიშევის და მეორე ულიანოვსკი-ყაზანის მიმართულებით. ჩვენი წარმოება კი იდგა სადგურ სიზრანში და ერთდროულად ორ წევის ქვესადგურს, რუზაევკასა და ჟურლოვკას და 200 კმ-ზე მეტი სიგრძის საკონტაქტო ქსელს ამონტაჟებდა. მე გამანაწილეს საპრარაბოში რომელიც სიზრანში იყო და სადგურის საკონტაქტო ქსელს ამონტაჟებდა. « პრარაბი » იყო გვარად ჩალოვი, რომელსაც ახალგაზრდა ინჟინრები თვალში არ მოსდიოდა, რადგან ის პრაქტიკოსი იყო და ეშინოდა რომ მალე შეიძლება ჩვენ, ინჟინრებს შეგვეცვალა. ჩემთან ერთად აღნიშნულ მატარებელში ჩამოვიდნენ სამუშაოდ ჩემი ჯგუფელები, კამო ხუციევი და მირიან ფოსური, რომელიც წარმოშობით გორის რაიონის სოფელ ფლავედან იყო. ის დიხანს არ გაჩერებულა რუსეთში და ერთი წლის მერე დაბრუნდა საქართველოში, კამო კი ჩემთან ერთად მუშაობდა ოთხი წლის განმავლობაში. ჩემზე ერთი წლით ადრე იყვნენ ჩამოსული ამავე მატარებელში, ჩვენი ფაკულტეტდამთავრებულები, გურამ სუჯაშვილი — ყაზბეგიდან და თენგიზ დოლიძე სამტრედიიდან.
ჩვენი მატარებელი ძირითადად ტრანსციმბირის მაგისტრალის
ელექტრიფიკაციაზე მუშაობდა, ჩამოყალიბებული იყო მოსკოვში და კადრიც
ძირითადად მოსკოველები იყვნენ. მატარებლის უფროსი იყო ბურდენკოვი,
მოსკოველი ინჟინერი, მთავარ იჟინრად ბატოვი მუშაობდა.
საკონტაქტო ქსელის მონტაჟზე რამდენიმე თვე ვიმუშავე, შემდეგ გადავედი ჯერ ქვესადგურების მონტაჟზე, (რუზაევკა, ჟურლოვკა) ხოლო ორი წლის მერე წევის ქვესადგურების ინჟინერ გამწყობად ვმუშაობდი. ეს სამუშაო, რა თქმა უნდა უფრო საინტერესო იყო, რდგან მონტაჟის შემდეგ ჩვენ გვიწევდა მთელი დანადგარების გამოცდა და მათი ამოძრავება, ჩვენვე ვრთავდით ქვესადგურში გამომუშავებულ მუდვმივ დენის ძაბვას საკონტაქტო ქსელში. ერთი იყო ცუდი რომ იმ პერიოდში ნახევარგამტარები ჯერ არ იყო შემოსული და ვერცხლისწყლიანი გამმორთველები იდგნენ ქვესადგურში, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშნი იყვნენ. მიუხედავად იმისა რომ სამონტაჟო მატარებელში ცხოვრება რთული იყო,
ვცხოვრობდით ორღერძიან სატვირთო ვაგონებში, რომელიც ორად იყო
გაყოფილი, ერთ ნაწილში იყო რუსული ღუმელი და პირსაბანი, მეორე ნაწილში იდგა ორი საწოლი, მაგიდა სკამებით და ტანსაცმლის პატარა კარადა.
ცხოვრება გვიწევდა ურალისა და ციმბირის რეგიონში სადაც განსაკუთრებით
ზამთარში ელემენტარული პირობები არ არსებობდა ნორმალური
გამოზამთრებისა. ვიკვებებოდით სადგურის ბუფეტებში და რესტორნებში, თუ დიდ სადგურებში ვიდექით, ხანდახან გვიხდებოდა სულ პატარა სადგურებში დგომა და იქ თვითონ ვიმზადებდით საკვებს. მახსოვს ერთ ზამთარს 1963 — 64 წლებში ყინვამ — 55o გრადუსს მიაღწია. სადგურიდან ქვესადგურამდე მისვლას სულ 5 — 10 წუთი სჭირდებოდა და მიუხედავად იმისა რომ მეცვა ცხვრის ტულუპი, ვალინკები, შველური ბეწვის ხელთათმანები, პატარა სამუშაო ჩემოდანი ვერ მივატანე ქვესადგურამდე, რადგან ხელი მეყინებოდა, ის თოვლში დავტოვე და სირბილით მივედი ქვესადგურამდე სადაც ძაბვა მიღებული გვქონდა და თბებოდა ელექტროღუმელებით, გათბობის შემდეგ სირბილით დავბრუნდი და ჩემოდანი თან წამოვიღე. ქვესადგურში დამხვდნენ ორი ახალგაზრდა ქალი, რომლებიც იმავე მატარებლით მგზავრობდნენ, ერთს ლოყა მოყინული ჰქონდა, მეორე მასაჟით ათბობდა. მათ ვკითხე ამ სიცივეში რატომ გადაწყვიტეს სვერდლოვსკიდან ჩამოსვლა, მათ კი მიპასუხეს რომ სვერდლოვსკში შედარებით თბილოდაო. ვკითხე კი მაგრამ რა ტემპერატურა იყო მეთქი სვერდლოვსკში, მიპასუხეს მინუს 44 გრადუსიო.
მიუხედავად ასეთი პირობებისა ახალგაზრდა ასაკი და საინტერესო სამუშაო
გვაძლებინებდა გაჭირვებას და ის გვახარებდა რომ იმ დიდ საქმეში, რასაც
რკინიგზის ელექტრიფიკაცია მოყვებოდა, ჩვენი დიდი წვლილიც იყო შეტანილი. მარტო რკინიგზის ობიექტებს კი არ ვაძლევდით ელექტროენერგიას არამედ ახლო მახლო რეგიონებს, სადაც სოფლებში ელექტროგანათება არასდროს არ ჰქონიათ და ეს იყო მე-20 საუკუნის 60-იანი წლები. ამის წარმოდგენაც კი მიჭირდა იმ დროს, როდესაც საქართველოში ყველაზე მოუვალი მაღალმთიანი სოფლებიც კი ელექტრიფიცირებული იყო.
რკინიგზის ბევრ საველე სადგურში ელექტროენერგია არ ჰქონდათ და
მატარებლების მოძრაობის რეგულირებისთვის სატელეფონო კავშირს
იყენებდნენ, ეს ტრანსციმბირის ყველაზე დატვირთულ უბანზე, სადაც 6 ათასი
ტონის სიმძიმის მატარებლები დაყავდა იმ დროისათვის ყველაზე მძლავრ
ორთქლმავლებს CO (სერგო ორჯონიკიძე), ФД (ფელიქს ძერჟინსკი) და სახალხო ორთქლმავლებს ИС (იოსებ სტალინი).
მაგისტრალური რკინიგზების გარდა ვმუშაობდი ახალ საწარმოების
მშენებლობისას მისასვლელი რკინიგზების ელქტრიფიცირებაზე. ერთერთი ასეთი იყო გორობლაგოდატსკაია-კაჩკანარი 25 კმ სიგრძის. კაჩკანარში შენდებოდა რუსეთში ყველაზე დიდი სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი. ეს იყო ულამაზესი მთაგორიანი ადგილი ნაძვისა და ფიჭვის ტყეებით. ახალ 1964 წელს სწორედ იქ შევხვდით და ქალაქის ხელმძღვანელობამ პირველი ელმავლის შესვლა კაჩკანარში ჩვენთან ერთად აღნიშნა, ქალაქკომის და აღმასკომის თავმჯდომარის კოტეჯში.
მრავალი წლის შემდეგ როდესაც რკინიგზაში აღმასრულებელ დირექტორად
ვმუშაობდი ტელეფონის ზარი გაისმა და მეუბნებიან ჩვენ გიკავშირდებით
კაჩკანარიდან და მიხსნიან სად მდებარეობს იგი, და მის გაკვირვებას საზღვარი
არ ჰქონდა, როდესაც ვუპასუხე, რომ კაჩკანარის მშენებლობაში მეც მქონდა
მიღებული მონაწილეობა. ერთი ასეთი დამთხვევაც მინდა გავიხსენო. ჩემთან კაბინეტში შემოვიდა მომარაგების სამსახურის უფროსი და მომახსენა, რომ მოსკოვიდან იყო ჩამოსული ერთერთი ფირმის წარმომადგენელი და საქმიანი ურთიერთობის წინადადებით სურდა ჩვენთვის მოემართა. მე ის მივიღე და როცა სავიზიტო ბარათი მომაწოდა წავიკითხე ალფაიძის გვარი. მე მას ვუთხარი რომ მოსკოვში სამხერტო აკადემიაში სწავლის პერიოდში გადამზადების კურსებს გადიოდა საბჭოთა
კავშირის გმირი გალაკტიონ ალფაიძი. მან მიპასუხა რომ მისი ძმისშვილია და
მასთან ცხოვრობს მოსკოვში. მთხოვა მოსკოვში ყოფნის პერიოდში დამერეკა და სტუმრად მივსულიყავი, რაც დიდად გაახარებდა ბატონ გალაქტიონს. სამწუხაროდ მას შემდეგ ვეღარ მოვხვდი მოსკოვში და ვერ შევხვდი მას. სამაგიეროდ თბილისში შევხვდი მეორე გენერალს ირაკლი ჯორჯაძეს, რომელმაც თავისი ორტომეული მაჩუქა. ისინი ორივენი აკადემიაში სწავლების პერიოდთი გავიცანი, ერთი ასწავლიდა, მეორი კვალიფიკაციას იმაღლებდა. შემდგომში ორივე გინერალ-ლეიტენანტები გახდნენ, თუმცა მეტსაც იმსახურებდნენ. ირაკლი ჯორჯაძესთან თბილისში შეხვედრა იყო საინტერესო. ეს მოხდა კრწანისში როდესაც მე ჩემი კლასელი მეგობრის ელგუჯა ჩინჩილაკაშვილის შვილი გვანცა მოვნათლე და მის აღსანიშნავად ელგუჯამ თავისი მეგობრის სახლის ეზოში მოაწყო პურმარილი. სუფრასთან ვიდრე დავსხდებოდით მეგობრებთან საუბრისას ერთმა ირაკლი ჯორჯაძე ახსენა, მე ვუთხარი რომ მას ვიცნობდი არტილერიის აკადემიიდან. ელგუჯას ძმამ ტრისტანმა, რომელიც თბილიში მეგობრობის მუზეუმის დირექტორად მუშაობდა მითხრა რომ მას პირადად იცნობს და აქვე ახლო ცხოვრობს. ტრისტანი მივიდოდა და ჩვენთან სუფრაზე დაპატიჟებდა, თან გააფრთხილებდა რომ სტუმრებს შორის მისი აკადემიის ყოფილი მსმენელიც იქნებოდა. ტრისტანი მას შეხვდა და სუფრაზე მოიწვია. ბატონმა ირაკლიმ უთხრა რომ ჩემი თავი ტრისტანს არ უნდა წარედგინა და ის თვითონ შეეცდებოდა მე ვეცნე. მართლაც როდესაც შემოვიდნენ ეზოში ის
ჩემსკენ წამოვიდა და მითხრა, ეს შენ ხარ, რომელიც აკადემიაში სწავლობდიო.
გასაოცარი ის იყო რომ როდესაც ის გავიცანი 19 წლის ვიყავი, კრწანისში
შეხვედრისას კი 60 წელს მიახლოებული. მახსოვს მითხრა შენ რა თქმა უნდა სტალინელი იქნები, ჩემს გვერდით უნდა დაჯდე და ის დრო მოვიგონოთო. სტალინის პარტია ჩამოვაყალიბე და შენც ჩემთან იქნებიო. მოვიგონეთ სტალინის ბოლო წლები და მისი გარდაცვალების დღეები 1953 წლის მარტში. მაშინ აკადემიის პირადი შემადგენლობა აკადემიის დაშვებული დროშით შევედით სვეტებიან დარბაზში სადაც სტალინი ესვენა. არ დამავიწყდება იმ დღეების მოსკოვი, მთელი მოსკოვის მოსახლეობა და არა
მარტო მოსკოვის, მიუხედავად ყინვისა ქუჩაში იყო გამოსული და ცდილობდა
სვეტებიან დარბაზში მოხვედრილიყო, მაგრამ ეს თითქმის შიუძლებელი იყო.
დღეისათვის შეიძლება ერთი-ორი ქართველი დავრჩით ვინც სვეტებიან
დარბაზში გაიარა სტალინის ცხედართან. იმ დროს რეპროდუქტორში დაბალ ხმაზე გაისმოდა « გაფრინდი შაო მერცხალო »-ს სიმღერა. მე რა თქმა უნდა ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ისე როგორც მთელი საბჭოთა კავშირის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ვიდრე სვეტებიან დარბაზში აკადემიის კოლექტივთან ერთად ოგანიზებულად გავივლიდით გაგვაფრთხილეს რომ ინდივიდუალურად ნუ მოვინდომებდით შესვლას, რადგან ვერ მოვახერხებდით. ჩვენ რამდენიმე ახალგაზრდა მსმენელმა
მოვინდომეთ წინა დღით მოვხვედრილიყავით დარბაზში, სადაც სტალინის ნეშტი ესვენა. თითქვის მთელი ღამე მოგვიწია 32o იან ყინვაში სიარული მოსკოვის ქუჩებში მარშრუტით, რომელსაც მთელი ღამე აცხადებდნენ რეპროდუქტორებში, მაგრამ ვერ მივაღწიეთ სვეტებიან დარბაზში. მახსოვს სრეტენკას ქუჩიდან სადაც მეტროს სადგური კიროვსკაია იყო განლაგებული ქვემოთ ჩავედით. « ტრუბნაია პლოშად »-ს რომ მივუახლოვდით დავინახეთ თითქოს მოედანზე კვამლი
ამოდიოდა, აღმოჩნდა რომ იქ ოთხივე ქუჩიდან ხალხი შედიოდა და გამოსავალი
არ იყო. იქ იყო უამრავი ხალხი თავმოყრილი და მათი სუნთქვის შედეგად
წარმოქმნილი ორთქლი ტოვებდა დიდი კვამლის შთაბეჭდილებას. იქ ბევრი
დაზიანდა ჭყლეტის შედეგად და ჩვენ დიდი გაჭირვებით დავაღწიეთ თავი და
უკან დაბრუნებულებმა კიროვის ქუჩით მივაღწიეთ ძერჟინსკის მოედანს
(დღევანდელი ლუბიანკა) და რადგან დიდი თეატრისკენ მიმავალი გზა
ავტომობილებით იყო გადახერგილი და სამხედროები იცავდნენ გავეშურეთ
ოხოტნი რიადის პარალელური ოქტიაბრსკაიას ქუჩით სვეტებიან დარბაზისკენ,
შემდეგ ეზოებით უამრავ ხალხთან ერთად ვეცადეთ ჩავსულიყავით სვეტებიან
დარბაზთან, ხალხმა ვერ გააცნობიერა რომ იქ იყო « კიტაისკაია სტენა »
დაახლოებით ოთხი მეტრი სიმაღლის ე. წ. ჩინური კედელი და იმის გამო რომ
უკნიდან ადამიანების ზვავი აწვებოდათ იმ კედლიდან ცვივოდნენ ქვევით, იქაც
უამრავი ხალხი მოყვა ჭყლეტვაში, ზოგიერთ წაქცეულს ხალხი თელავდა, დიდი
გაჭირვებით დავბრუნდით უკან და წავედით აკადემიაში, რომელიც სვეტებიან
დარბაზთან ახლოს მდებარეობდა. (სანაპიროზე კრემლსა და კატელნიკოვის
მაღალსართულიან სახლს შორის, სადაც სხვებთან ერთად ჩვანი ცნობილი
მოჭიდავე არსენ მეგოკაშვილიც ცხოვრობდა).
მეორე დღეს კი, მას შემდეგ რაც მთელ აკადემიასთან ერთად გავიარეთ
სტალინის ცხედრის წინ, იქვე გავედით და შევქმენით ცოცხალი კედელი სხვა
აკადემიის წევრებთან ერთად სვეტებიან დარბაზიდან ძერჟინსკის მოედნამდე.
მახსოვს ჩემთან მოვიდნენ ჩემი აკადემიის წევრები და მითხრეს რომ მეძებდა
იური მაისურაძე, რომელიც როგორც ადრე ავღნიშნე ჟუკოვსკის აკადემიაში
სწავლობდა. ისინი ჩვენი აკადემიის შემდეგ იდგნენ ცოცხალ კედელში. იურისთან
ერთად იყვნენ სამი ქართველი სტუდენტი თბილისიდან, ორი ვაჟი და ერთი
ქალიშვილი. იურიმ მითხრა, რომ მან ისინი გამოატარა თავისი აკადემიის ცოცხალ
კედელში და მთხოვა ისინი ჩვენი აკადემიის კედელში გამეტარებინა და შემდეგ
მეთხოვა ჩვენ შემდეგ მდგომ ლენინის სახ. პოლიტიკურ აკადემიის წევრებისთვის
ისინი გაეტარებინათ და შემდეგ ფრუნზეს აკადემიის წევრებისთვის, რომლებიც
უკანასკნელნი იდგნენ სვეტებიან დარბაზთან, გაეტარებინათ და ამის შემდეგ
ისინი მოხვდებოდნენ სვეტებიან დარბაზში. მე მათი არც სახელები და არც
გვარები არ მახსოვს, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი მოხვდებოდნენ
სვეტებიან დარბაზში, ისინი იმ დროს ჩემზე უფროსები იყვნენ წლოვანებით, და
უკვე ოთხმოც წელს გადაცილებულები იქნებიან.
სვეტებიან დარბაზში გავლის დროს საპატიო ყარაულში იდგნენ მალენკოვი,
ბერია, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, მიქოიანი.
მოსკოვის უმაღლესი სასწავლებლებიდან თითო სტუდენტი იყო სიაში თითო
ფაკულტეტიდან, ასევე სამინისტროებიდან, ლენინგრადის დელეგაცია, აგრეთვე
საზღვარგარეთის დელეგაციები. ქუჩიდან თითქმის შეუძლებელი იყო მოხვედრა,
თუმცა რეპროდუქტორებიდან მუდმივად აცხადებდნენ მარშრუტს. ბევრი იყო
16
ყავარჯნებით, სამამულო ომის მონაწილეები, მოხუცები, ბავშვები, ყველა ასაკის
ადამიანები.
აქვე მინდა გავიხსენო, რომ ბედის ირონიით როცა ბრეჟნევი გარდაიცვალა ამ
დროს მოსკოვის გარეუბნის დასასვენებელ სახლში ვისვენებდით მე და ჩემი ორი
თანამშრომელი რკინიგზის სამმართველოდან. არავის აზრადაც არ მოსვლია, რომ
დასასვენებელი სახლიდან მოსკოვში გამომგზავრებულიყო, პირიქით საერთო
დარბაზში სადაც ხალხი ტელევიზორს უყურებდა უკმაყოფილებას ვერ მალავდა
რომ ტელევიზორში არაფერ გასართობ პროგრამას არ უჩვენებდნენ. ამასთან
დაკავშირებით ერთმა ხანშიშესულმა უკმაყოფილება გამოთქვა სიტყვებით « Три
дня будем праздновать похороны Брежнева » და ამ ფრაზას არავითარი
უკმაყოფილება არ გამოუწვევია იქ დამსწრეთა შორის, ბევრმა ხმამაღლა გაიცინა
კიდეც.
ლოგუა პირადად გავიცანი ტრანსციმბირის მაგისტრალის დამამთავრებელი
უბნის — ისილკულ-მაკუშინოს უბნის ელექტრიფიკაციის დროს. ჩვენ ვიდექით
ჩრდილო ყაზახეთის სადგურ მამლუტკაში, პეტროპავლოვსკის სიახლოვეს. ამ
უბნის გაშვებას უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ გზათა სამინისტროს,
სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს
ხელმძღვანელები, მათ შორის გზათა სამინისტროს ელექტრიფიკაციის მთავარი
სამმართველოს უფროსი სერგეი სერდინოვი, ჩვენი ტრესტის უფროსი შალვა
ლოგუა, თავდაცვის სამინისტროს სარკინიგზო ჯარების სარდალი გენერალ-
ლეიტენანტი შალვა ჟიჟილაშვილი. ეს ჯარები სამშენებლო სამუშაოებს
აწარმოებდნენ. ამ მუშაობის დროს ლოგუა ძალიან დამიახლოვდა. მახსოვს
ავტობლოკირების უჯრედების გაშლილი სქემები არ იყო ჯერ დამუშავებული და
ძნელდებოდა გაწყობითი სამუშაოები. მე უჯრედის სამონტაჟოს მიხედვით
შევძელი გაშლილი სქევის შემუშავება, რაც არც ისე იოლი იყო და ლოგუას
მადლობა დავიმსახურე. ეს სქემა გავამრავლეთ და სხვა ქვესადგურებში
გავაგზავნეთ, რომ მოესწროთ ავტობლოკირების ჩართვა ელექტიფიკაციასთან
ერთად.
მამლუტკაშივე გავიცანი სვერდლოვსკის ინსტიტუტის ახალდამთავრებული ნელი
მიხეევა, რომელიც განაწილებული იყო ამავე წევის ქვესადგურში და მალე
დავქორწილდით კიდეც.
ჩვენ ამ სამუშაოების ჩატარებაში ჩასულები ვიყავით N 708 მატარებლის
დასახმარებლად, ისინი აწარმოებდნენ სამონტაჟო სამუშაოებს ჩვენ კი გამწყობ
სამუშაოებს ვატარებდით.
ქვესადგურის მონტაჟს ხელმძღვანელობდა გოგი ფოფხაძე რომელმაც ჩენზე
ადრე დაამთავრა ფაკულტეტი და ორი წლით ადრე იყო ჩასული N 708
მატარებელში. აქვე შეეძინა მას პირველი ვაჟი, ბონდო.
შემდგომში ჩვენ ერთად ვმუშაობდით ამიერკავკასიის რკინიგზის
ელექტროტექნიკურ ლაბორატორიაში ინვერტორული აგრეგატების გასაწყობ
17
სამუშაოებზე, სომხეთისა, საქართველოს და აზერბაიჯანის ქვესადგურებში, მაშინ
ამიერკავკასიის რკინიგზაში შედიოდა კავკასიის სამივე რესპუბკლიკა.
როდესაც თბილისში ვბრუნდებოდი, განთავისუფლების ბრძანება მოსკოვში,
ტრესტში უნდა მიმეღო. მახსოვს ბატონი შალვა ლოგუა მთხოვდა დავრჩენილიყავი
ტრესტში სამუშაოდ ტექნიკური განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მაგრამ
მე თბილისში დაბრუნება ვარჩიე.
მე წარმოდგენაც არ მქონდა თუ ლოგუა ჩემზე ამდენად დადებითად იყო
განწყობილი, აღმოჩნდა რომ მას თბილისში დაურეკავს რკინიგზის უფროსთან
გრიგოლ ქადაგიძესთან და უთქვამს, რომ თბილისში მე მოვენახეთ და
აუცილებლად ელექტრიფიკაციის სამსახურში მივეღეთ სამუშაოდ. ქადაგიძეს
თავის პირველ მოადგილე იოსებ ქარუმიძისთვის დაუვალებია ჩემი მოძებნა. მე ამ
დროს მოლაპარაკებული ვიყავი მშენებარე მეტროპოლიტენის უფროს ნოდარ
ბერიძესთან რომ მასთან დავიწყებდი მუშაობას, სამსახურის უფროსად,
მეტროპოლიტენში რომელიც წლის ბოლოს უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში.
ჩემთან სახლში ქარუმიძის დავალებით მოვიდა გოგი ფოფხაძე, რომელიც ჩემზე
ერთი წლით ადრე იყო წამოსული ტრესტიდან და ელ. ტექნიკურ ლაბორატორიაში
მუშაობდა, მითხრა რომ სოსო ქარუმიძე მიბარებდა. ქარუმიძემ შემომთავაზა,
დროებით ელ. ტექნიკურ ლაბორატორიაში მემუშავა და მალე დამაწინაურებდა.
ქარუმიძეს მუთხარი რომ ნოდარ ბერიძესთან ვიყავი სამსახურზე
მოლაპარაკებული და უხერხულად ვგრძნობდი თავს, თან ბერიძე ბინასაც
შემპირდა, ქარუმიძემ მითხრა რომ ამ საქმეს თითონ მოუვლიდა. ნოდარის მამა
დავით ბერიძე იმ პერიოდში რკინიგზის თბილისის განყოფილების უფროსად
მუშაობდა. ბატონი სოსო ბინასაც დამპირდა, და მართლაც სულ ორ თვეში
გამომიყვეს ოროთახიანი ბინა ავჭალის გზატკეცილზე და საშუალება მომეცა ნელი
და ერთი წლის რამაზი სვერდლოვსკიდან, სადაც ნელის მშობლებთან
ცხოვრობდნენ, თბილისში ჩამომეყვანა.
მახსოვს ჩემი რკინიგზაში მუშაობის პერიოდში შალვა ლოგუა ჩამოსული იყო
თბილისში. იმ პერიოდში კახეთის უბნის ელექტრიფიკაცია დაემთხვა საბჭოთა
რკინიგზების 25000 კმ-იან ელექტროფიცირებულ უბნებს. რკინიგზის ელ-
სამსახურის ხელმძღვანელი დაბა ზაჰესში ვეტერანი ელექტროფიკატორის ეზოში
სადილი მოუწო ლოგუას, რომელსაც ქადაგიძე და ქარუმიძეც ესწრებოდნენ.
ლოგუამ მაშინ ხუმრობით « პერებეჟჩიკი » მიწოდა, რაზეც ქადაგიძემ უპასუხა,
რატომ არის « პერებეჟჩიკი », ის ხომ სამშობლოში დაბრუნდაო.
ინსტიტუტში სწავლის პერიოდში განსაკკუთრებით დავუახლოვდი ჩემს
ჯგუფელებს, ნოდარ კვირკველიძეს, რომელიც ბორჯომიდან იყო, ომარ სანაძეს,
ვახტანგ გიორგობიანს, ელგუჯა ყუბანეიშვილს, ლევან ქურხულს, ბათუმელებს
ჯემალ მეფარიშვილს, ოთარ ქადეიშვილს და ზაირა მიქაძეს, რომელიც ომარ
სანაძის მეუღლე გახდა, კამო ხუციევს, ლამზირა იაშვილს და ზაირა გონაშვილს,
რომლებთანაც ინსტიტუტის დამთავრების შემდეგაც ვმეგობრობდი. სამწუხაროდ
18
ომარ სანაძე, ნოდარ კვირკველიძე, ჯემალ მეფარიშვილი, ქურხული, კამო ხუციევი
გარდაიცვალნენ.
ინსტიტუტში დავმეგობრდი კომკავშირის კომიტეტის თანაწევრებთან, პირველ
მდივან ოთარ ყანჩელთან, გივი ფანჩულიძესთან, რომლის ქალიშვილი
გათხოვილი იყო პარლამენტარ ონოფრიშვილზე, ხოლო ვაჟს ცოლად ყავს
რუსეთის ყოფილი საგარეო საქვეთა მინისტრის ივანოვის ქალიშვილი,
ვმეგობრობდი აგრეთვე ალექსანდრე (შურა) ლისიცინთან, რომელიც შემდგომში
გახდა გზათა სამინისტროს ცენტრალური სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი —
სამინისტროს კოლეგიის წევრი. ჩემი ინსტიტუტის სწავლების პერიოდში
სწავლობდა ნოდარ ახალკაცი, შემდგომში თბილისის « დინამოს » მთავარი
მწვრთნელი, რომელმაც ევროპის თასის მფლობელთა თასი მოიპოვა 1978 წლის
მაისში.
ისევ სკოლის წლების შესახებ.
სკოლის მასწავლებლებიდან მახსოვს 24-ე სკოლიდან, აივაზოვა (მათემატიკა),
კასუმოვა (გეოგრაფია), კობახიძე (ფიზიკა), კოტეტიშვილი (რუსული). კოტეტიშვილი
საკმაოდ ხანდაზმული იყო, ის ჯერ კიდევ ამავე შენობაში მე-4 გიმნაზიის
პედაგოგი იყო, ის გახლდათ ვახუშტი კოტეტიშვილის მამიდა. ბერიძე, რომელიც
მესამე კლასში ჩვენი დამრიგებელი იყო, მისი ქალიშვილი ლატავრა ჩემს
გვერდით იჯდა და ძალიან მომწონდა.
42-ე სკოლაში მასწავლიდნენ ისაკაძე (მათემატიკა), გედევანიშვილი (ფიზიკა),
ლომიძე (რუსული), ჩვენი დამრიგებელი, მისი გვარი იყო ჯორჯაძე, ირაკლი და
ალექსანდრე ჯორჯაძეების ბიძაშვილი, სვანიძე (ისტორია), კაკაურიძე
(ფიზკულტურა) განსაკუთრებით გვიყვარდა. ქართულს გვასწავლიდა დავით
მეგრელაძე (ლოტბარ აქვსენტის ძმა), მახარაძე (ქიმია), პეტრიაშვილი
(გერმანული).
სკოლის წლებში ჩართული ვიყავით სხვადასხვა წრეებში. 24-ე სკოლაში დავიწყე
სიარული ტანვარჯიშის წრეში მე-4 კლასიდან, მაგრამ ერთი წლის შემდეგ
ტანვარჯიშის დარბაზში დაიწყო სარემონტო სამუშაოები და იძულებული გავხდი
შემეწყვიტა ვარჯიში რომელიც გავაგრძელე მხოლოდ მე-8 კლასიდან, 42-ე
სკოლაში.
სკოლის წლებშივე დავდიოდი პიონერთა სასახლეში, ავტომობილის
შემსწავლელ წრეში, რომელსაც ქვათაძე ხელმძღვანელობდა, აგრეთვე ქართული
ცეკვის წრეში, ანტონ ჩივაძის ხელმძღვანელობით, თანაკლასელ ნოდარ
დესპოტაშვილთან ერთად, მაგრამ მხოლოდ ერთი წელი ვივარჯიშეთ და აღარ
გაგვიგრძელებია. ნოდარის მამიდაშვილის შვილი რეზო ჭოხონელიძე ჩვენთან
რკინიგზის ინსტიტუტში ცეკვავდა მთიულურს გურამ ჯაფარიძესთან ერთად. რეზო
საქართველოში ერთერთ ცნობილ ქორეოგრაფად ჩამოყალიბდა, ჯერ
ხელმძღვანელობდა ანსამბლ « რუსთავის » ქორეოგრაფიულ ნაწილს, შემდეგ კი
19
« ერისიონის » მთავარი ქორეოგრაფი გახლდათ. გურამ ჯაფარიძე კი მეცნიერებას
გაყვა და სოფლის ელექტრიფიკაციის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ
მოღვაწეობდა წლების განმავლობაში.
ნოდარ დესპოტაშვილს ზედმეტსახელს « ჩიტიას » ვეძახდით. ეს სახელი 24-ე
სკოლის ქართულის მასწავლებელმა უწოდა მას და მის გვერდით მჯდომ
მჭედლიშვილს, ისინი წინა კლასიდან ჩამორჩენილები იყვნენ და არც შემდეგ
ცდილობდნენ აქტიურად ესწავლათ. სულ ჩუმად ისხდნენ, მხოლოდ ერთმანეთთან
ჩუმად საუბრობდნენ, სწორედ ამიტომ მასწავლებელმა მათ მიმართა, თქვენ რა
ჩიტი-გვრიტივით სხედხართ და სწავლა არ გსურთო, შემდგომში პირველი
მეოთხედის შემდეგ ჩამორჩენილი მოსწავლეები საქარხნო-საფაბრიკო
სასწავლებლებში გადაყავდათ. ნოდარის დედამ სთხოვა დირექტორს
დაეტოვებინათ სკოლაში და ნოდარიმაც პირობა დადო სწავლას უფრო
გულისყურით მოეკიდებოდა. მართლაც ის უკეთესობისაკენ შეიცვალა, ნიჭი არ
აკლდა, სკოლაც კარგად დაამთავრა და შემდეგ ვეტერინარული ინსტიტუტიც.
ნოდარისთან დაკავშირებულია რამდენიმე სახალისო შემთხვევები. ჩვენ
ხშირად ერთად დავდიოდით ფეხბურთის საყურებლად. ბილეთებს რა თქმა უნდა
ვერ ვშოულობდით და ვახერხებდით სხვადასხვა მეთოდებით უბილეთოდ
მოხვედრას სტადიონზე. ერთი პერიოდი კარში კონტროლიორად იდგა მისი
მამიდაშვილი შოთა ჭოხონელიძე, რეზოს მამა. ჩვენ მივიდოდით, კართან
დავენახებოდით და მილიციელებს გავექცეოდით და ის დაუყოვნებლად
გვიშვებდა სტადიონზე. ჩვენ მესამე იარუსის პირველი რიგის წინ მოაჯირთან
ვსხდებოდით, ისე რომ მაყურებლებს ხელს არ ვუშლიდით, თამაშის დამთავრების
შემდეგ მოაჯირზე ჩამოვეკიდებოდით და მეორე იარუსზე ჩავხტებოდით ხოლმე.
ერთხელაც პირველი მე ჩამოვხტი და ნოდარის ველოდებოდი, მან ფეხი გაქნევის
დროს სახეში მოარტყა ჩვენი სკოლის დირექტორს კობახიძეს, რომელიც
სიმკაცრით გამორჩეული იყო თბილისის სკოლის დირექტორებს შორის. როცა
ჩამოხტა, დირექტორს ნოდარი შერჩა პირისპირ. ჩვენ რა თქმა უნდა გავიქეცით,
მაგრამ მეორე დღეს გაკვეთილზე შემოვიდა დირექტორი და ნოდარის მიმართა,
« შე ყურუმსაღო, რატომ არ იშლი შენ ცუღლუტობასო »? მოკლედ მთელი სკოლა
კარგა ხანს ხალისობდა ამ შემთხვევის მოგონებით, როგორ მოახერხა ნოდარიმ 40
ათას კაცში, რომელიც « დინამოს » ძველ სტადიონზე ეტეოდა მაინცდამაინც
დირექტორი ამოერჩია. ნოდარი კი ხშირად იმეორებდა ჩემს ყისმათს რა
ვუთხარიო… საერთოდ ნოდარი ჩუმჩუმა ხუმრობით გამოირჩეოდა ხოლმე
თანაკლასელების მიმართ.
ერთხელ ქართულის გაკვეთილზე მისი თანაკლასელი და ახლო მეზობელი კიმი
თოფურია გაკვეთილს პასუხობდა, მასწავლებელმა მეგრელაძემ შეკითხვა დაუსვა
« სიათა » რა იყოო, კიმიმ არ იცოდა და ნოდარის შეხედა, რომელიც გვერდით
ეჯდა. ნოდარიმაც უკარნახა, სიათა სიმონას დეიდაშვილი იყოო. მეგრელაძემ
მიაძახა, სიათა, შე უბედურო თოფია, თოფიო. შესვენებაზე კიმი მეუბნებოდა აბა
ეს ძმაკაცობაა, რაც ნოდარიმ გამიკეთაო? ნოდარი კი ვითომ სერიოზულად
პასუხობდა მეც დეიდაშვილი მოგონაო, თუმცა კარგად იცოდა რომ თოფი იყო.
20
მეორე შემთხვევაში გოჩა გუნიავა რუსულს პასუხობდა და მასწავლებელი
შეეკითხა Под псарней кого подразумевал Крылов? ნოდარიმ უკარნახა
ზიმზიმოვაო, თუმცა კუტუზოვი უნდა ეთქვა. გოჩამ უნივერსიტეტის ფილოსოფიის
ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო თოფურიამ ოდესის ფეხოსანთა სამხედრო
სასწავლებელი და წარჩინებული ოფიცერი გახდა, გოჩა კი უშიშროების კომიტეტში
წამყვან განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
ერთხელ თოფურიამ მითხრა გუგულჯან, ხომ იტყვიან ხოლმე, რომ შვილები
მშობლების ამაგს ვერასდროს გადაიხდიანო. მე კი გეტყვი დედაჩემი ჩემთან იყო
ჩამოსული კიშინიოვში სადაც მე ვმსახურობდი და ისეთი პატივი ვეცი, ცოტაც რომ
დარჩენილიყო ჩემთან ამაგს ნაღდად გავურასჩოტებდიო. მეორე შემთხვევაც
მოიგონა ჩვენ ყოფილ სკოლაში მივედი, მათემატიკის მასწავლებელი ვნახე და
ვუთხარი, თქვენ რომ მეუბნებოდით შენგან კაცი არ გომოვაო, აბა ეს რას ნიშნავს
და სამხრები ვაჩვენე, რომელიც კაპიტნის წოდებას აღნიშნავდაო. სწორედ
მათემატიკის მასწავლებელთან ჰქონდა ხშირი პრობლემები.
ერთხელ გეომეტრიის გაკვეთილის პასუხის დროს ეუბნება მასწავლებელს წინა
პარაგრაფის თეორემის თანახმად ეს უდრის ამასო. მასწავლებელი ეკითხება
კერძოდ რომელი თეორემის თანახმადო, იგი ისევ პასუხობს წინა პარაგრაფის
თეორემის თანახმადო. მასწავლებელმა გვარად ათანაშვილმა ორიანი დაუწერა
და ის წიგნს ეცა და უჩვენებს, ნახე თუ არ წერია წინა პარაგრაფის თეორემის
თანახმადო.
ათანაშვილს ზედმეტ სახელად « ცუგოს » ვეძახდით. ის ერთდროულად სკოლის
პარტკომიც იყო. ერთხელ დილით მის კაბინეტს ვიღაცამ ცარცით « ცუგო »
მიაწერა. ათანაშვილმა იფიქრა ეს თოფურიას გაკეთებული იქნებაო, გამოიძახა
დაფასთან და ეუბნება აბა დამიწერე ასო « ც »-ო. კიმა პასუხობს მარტო « ც »-ს კი
არა მთლიანად « ცუგოს » დავწერ და დაგიმტკიცებთ რომ ჩემი დაწერილი არ არის
თქვენ კარებზეო.
კიმის კარგი მახსოვრობა ჰქონდა, ზეპირად იცოდა ქალაქის ავტომობილების
ნომრები. მაშინ რა თქმა უნდა არც ისე ბევრი ავტომობილი მოძრაობდა ქალაქში.
ნომერს ეტყოდი და გეტყოდა რა მარკის ავტომობილი იყო. ერთხელ თელავში
ვნახე « სტუდაბეკერის » ავტომობილი, ეტყობა ჩამოწერილი, რადგან საბურავების
და სხვა ნაწილების გარეშე სადგურის ტერიტორიაზე იყო. დავუწერე ნომერი და
კიმის ვეუბნები, ეხლა კი ჩაგჭრი, მერ გამოიცნობ მეთქი. რომ ვუთხარი მეუბნება
« ბიჭო ეგ სტუდაბეკერია და რამოდენიმე წელიწადი აღარ მინახავსო ».
სხვათაშორის მე ზეპირად ვიცოდი ჩვენს ქუჩაზე მოძრავი ყველა ტრამვაის
ვაგონის ნომერი და მარშრუტის ნომერი. ხმით ვარჩევდი ყველა ტრამვაის ვაგონს
და შეუცდომლად ვიცნობდი მათ გარეგნულად ერთი გაჩერების ფარგლებში.
ალბათ შემთხვევით არ მოხდა რომ ელექტო ტრანსპორტის ფაკულტეტი
დავამთავრე, მთელი ჩემი მოღვაწეობა რკინიგზის ელექტრიფიკაციას
დავუკავშირე, საბჭოთა კავშირის რკინიგზის მრავალ უბნებზე.
21
სკოლაში სწავლების პერიოდში გამოცხადდა კონკურსი სკოლებს შორის
ტექნიკური მოდელების შექმნის შესახებ. ჩვენ, მე-11 კლასელებმა შევქმენით
ორთაჭალჰესის მოქმედი მაკეტი. სანაპიროზე დავაყენეთ ლამპიონები
ელექტრობატარეის 3 ვოლტიანი ნათურებით. ჩვენ თვითონ დავახვიეთ მცირე
გაბარიტის გენერატორიები, გავაკეთეთ წყლის აუზი სადაც დაახლოებით 40 ლ.
წყალი ჩადიოდა. როცა ურდულებს გავხსნიდით წყალი ტურბინებს ატრიალებდა
და სანაპიროზე ნათურები ინთებოდა. ჩვენმა მაკეტმა გაიმარჯვა კონკურსში და
ჩვენ ქალაქის განათლების განყოფილებამ საჩუქრებით დაგვაჯილდოვა.
მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში დიდი პატივით სარგობლობდა
ფერბურთი. იმის გარდა რომ თითქმის ყველა მოსწავლე თვითონ ვთამაშობდით
ფეხბურთს, ასევე ჩვენი პირველი გუნდის თბილისის « დინამოს »
გულშემატკივრები ვიყავით. წლების განმავლობაში იგი ერთადერთი იყო
ამიერკავკასიაში, რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობდა. მხოლოდ 1938 წელს
მასთან ერთად თბილისის « ლოკომოტივიც » იბრძოდა უმაღლეს ლიგაში, მაგრამ
ეს უმაღლესი ლიგის ხელოვნურად გაზრდის შედეგად მოხდა და არა სპორტული
პრინციპით.
ნამდვილი რეკორდი « ბ » ჯგუფის პირველობაზე დაამყარა თბილისის
« სპარტაკმა » 1948 წელს როდესაც ცხრამეტ გუნდს შორის 16 თამაშიდან 16-ვე
მოიგო და მხოლოდ ბოლო ორ ტურში დაკარგა სამი ქულა ქუთაისში. ერთი წააგო 2
- 3 და მოორე ფრედ 2 — 2 ითამაშა. ამ გუნდმა, რომელმაც მთელი თბილისელი
ახალგაზრდობის სიყვარული და თანადგომა დაიმსახურა 1949 წელს უმაღლეს
ლიგაში 19 გუნდს შორის მე-9 ადგილი დაიკავა. მწვრთნელი ანდრო ჟორდანია
იყო.
იმის მაგივრად რომ საქართველოში ხელი შეეწყოთ ამ გუნდის
აღმავლობისათვის იგი თითქმის დაშალეს და ნახევარი გუნდი « დინამოში »
გადაიყვანეს. ეს გაკეთდა ანდრო ჟორდანიას საწინააღმდეგოდ, რომელსაც
მაშინდელ საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელები დევნიდნენ, ალბათ
იმიტომ რომ იგი მენშევიკების მთავრობის ხელმძღვანელის ნოე ჟორდანიას ახლო
ნათესავი იყო. ჟორდანიამ « დინამოში » გადაყვანილი ფეხბურთელები სრულიად
ახალგაზრდა ფეხბურთელებით ჩაანაცვლა და 1950 წლის პირველობაზე
სენსაციური შედეგებიც აჩვენა. თბილისში 10 კაცის შემადგენლობით თითქმის
ტაიმნახევარი ეთამაშა მოსკოვის « დინამოს » და 3 — 2 დაამარცხა. ორი ბურთი
სრულიად ახალგაზრდა ზაურ კალოევმა გაუტანა ცნობილ მეკარე იაშინს.
მოსკოველებმა წინა ტურში თბილისის « დინამო » დაამარცხეს ანგარიშით 2 — 0 და
« სპარტაკმა » ამ მოგებით ძალზე გაახარა თბილისელი მაყურებელი. იმავე წელს
მოსკოვის ერთერთმა ძლიერმა გუნდმა « ვვს »-მა რომელსაც სტალინის შვილი
ვასილი კურირებდა და გუნდს წვრთნიდა გაიოზ ჯეჯელავა მოსკოვში დაამარცხა
თბილისის « დინამო » 1 — 0 და შემდეგ ტურში ხვდებოდა თბილისის « სპარტაკს »
ისევ მოსკოვში სამი დღის შემდეგ. « სპარტაკმა » ფურორი მიახდინა და
გაანადგურა აღნიშნული გუნდი ანგარიშით 6 — 0. ამ გუნდში თბილისის
« სპარტაკიდან » წაყვანილი მეკარე მიხეილ პირაევი იდგა, მარცხენა გარემარბ
22
სპარტაკ ჯეჯელავა თამაშობდა თბილისის დინამოს ყოფილი მოთამაშე და
გაიოზის ძმა. ამ გუნდშივე თამაშობდა მოსკოველთა უსაყვარლესი ფორვარდი
ვსევოლოდ ბობროვი, რომელიც ვასილ სტალინმა ცსკა-დან გადაიყვანა. ამ
წლებში მე-8 მე-9 კლასის მოსწავლე გახლდით და სპარტაკს
ვგულშემატკივრობდი. 1950 წლის შემდეგ სამწუხაროდ სპარტაკი დაიშალა და
მისი ფეხბურთელები თბილისის დინამოში აგრეთვე ლოკომოტივში ტოდოში
გადავიდნენ, რომელიც « ბ » ჯგუფში თამაშობდა და ვერცერთხელ ვერ
გადავიდნენ უმაღლეს ლიგაში, თუმცა ამის შანსი თბილისის არმიელებს
მრავალჯერ ჰქონდათ.
მოგვიანებით მაინც ორი გუნდი მოხვდა უმაღლეს ლიგაში, « დინამოს »
ქუთაისის « ტორპედო » დაემატა. შემდეგ კი პირველად საბჭოთა კავშირის
ისტორიაში, რაიონის გუნდი ლანჩხუთის « გურია »-ც გადავიდა უმაღლეს ლიგაში.
აქვე მინდა მოვიგონო ისტორიული თამაში რომელიც შედგა 1959 წელს საბჭოთა
კავშირის სპარტაკიადის დროს კალათბურთში, როცა საქართველოს ნაკრებმა
მეორე დამატებით დროში დაამარცხა ლატვიის ძლიერი ნაკრები სადაც ცნობილი
კრუმინში თამაშობდა. მეორე დამატებით დროში თბილისელები სამნი დარჩნენ
და ხუთკაციანი ლატვიელები დაამარცხეს ორი ქულის სხვაობით. ეს თამაში
ლუჟნიკების ღია მოედანზე მიმდინარეობდა და მას მეც ვესწრებოდი. ამ დროს
განაწილებით მივემგზავრებოდი კუიბიშევის რკინიგზაზე და ათი დღით დავრჩი
მოსკოვში სპარტაკიადის თამაშებზე დასწრების მიზნით.
ჩვენი კლასი ისევე, როგორც თბილისის სკოლების უმეტესი ნაწილი
ინტერნაციონალური იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ქართულის გარდა იყო
რუსული, სომხური, აზერბაიჯანული სკოლები, ქართულ სკოლებში მრავლად
სწავლობდნენ სომხებიც. ჩვენთან სომხების გარდა სწავლობდა ოსიც და რუსიც.
მე-9 კლასში გაკვეთილის დროს სკოლის დირექტორმა შემოიყვანა ტიპიური რუსი
და გვითხრა, რომ ის ჩვენთან ერთად ისწავლიდა. აღმოჩნდა ანტონოვი ანატოლი
ივანეს-ძე. ის ჩუმად დაჯდა მერხზე პირველ რიგში. ჩვენ, როგორც ახალი
მოსწავლის კლასში დამატებასთან დაკავშირებით მიღებული იყო, დავიწყეთ მისი
« დამუშავება ». მეორე მერხიდან რომელიღაცა ჩვენგანმა დაუწყო ზურგში ხელის
ტაკება. ჩვენ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ანატოლიმ ტიპიური
იმერული აქცენტით დაუწყო სიტყვიერი შეპასუხება. აღმოჩნდა, რომ ანატოლი
პირველივე კლასიდან სწავლობდა ხარაგაულის ქართულ სკოლაში, სადაც
ქართულის გარდა რასაკვირველია სხვა სკოლა არ არსებობდა. ხარაგაულში კი
ცხოვრობდნენ მას შემდეგ რაც მისი მშობლები ომის წლებში რუსეთიდან
ხარაგაულში მოხვდნენ და მამა რკინიგზაზე მუშაობდა. ანატოლიმ რუსული
კარგად არ იცოდა (მართლწერა) თუმცა სახლში მშობლები რუსულად
საუბრობდნენ და რუსული ტექსტის კარნახით წერის დროს ჩემი ტექსტით
სარგებლობდა, თუმცა რუსული მთლად გრამატიკულად არც მე ვიცოდი.
ანატოლიმ შემდგომში სამხედრო სასწავლებელი, შემდეგ ფრუზეს სახელობის
აკადემია დაამთავრა, გაიზარდა პოლკოვნიკამდე და მოსკოვის ოლქის უმაღლეს
23
სამხედრო სასწავლებელ « ვისტრელ »-ში ლექციებს კითხულობდა. სასწავლებლის
უფროსი იყო ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი დრაგუნსკი. იმ პერიოდში მას
შევხვდი და ხუმრობით ვკითხე, ტოლია, რუსული ისწავლე მეთქი?
კლასელებიდან ურთიერთობა შემომრჩა გურამ ცაგარეიშვილთან, ნოდარ
დესპოტაშვილთან, გოჩა გუნიავასთან. 24-ე სკოლიდან გიზო ჟორდანიასთან, სამი
მათგანი სამწუხაროდ აღარ არიან ცოცხლები. (დესპოტაშვილის გარდა)
სკოლაში სწავლის პერიოდში მხოლოდ მე-3 კლასამდე ვსწავლობდით ერთად
ბიჭები და გოგონები. მე-4 კლასიდან სკოლის დამთავრებამდე ვსწავლობდით
ცალცალკე. სკოლის დამთავრების შემდეგ სკოლები ისევ შეაერთეს და 1955-56
სასწავლო წლიდან ბოლომდე სკოლების დაყოფა ქალთა და ვაჟთად აღარ
ყოფილა. ჩვენ სკოლასთან ყველაზე ახლოს ქალთა 27-ე სკოლა მდებარეობდა, იგი
ჩვენი სახლის გვერდით იყო აშენებული ჩვენი წინაპრის დავით ნანდოშვილის
ყოფილ მიწაზე. სკოლის ადგილზე ჩვენ წინაპრებს ჰქონდათ საქონლის ბაკები,
რესტორანი, სასტუმრო. ბაკებს ნაწილობრივ დღევანდელი სასტუმრო « მეტეხის »
ტერიტორიაც ეკავათ.
ჩვენი სკოლის მოსწავლეები ძირითადად 27-ე სკოლის გოგონებთან
მვეგობრობდით, სადაც ძირითადად სწავლობდნენ ჩვენი დები და ახლო
ნათესავები. ბოლო წლებში მე-10 მე-11 კლასში სწავლების დროს ფულს
ვაგროვებდით 10-10 მანეთს, ეს 1961 წლის კურსით თითო მანეთი იყო, სანოვაგეს
ძირითადად ბაზარში ვყიდულობდით და ახალი წლის ღამეს ერთად ვხვდებოდით.
ფულს ბიჭები ვაგროვებდით და გოგონებს ვეპატიჟებოდით. ერთ ახალ წელს
უშანგი მამაჯანოვის სახლში შევხვდით, მიორედ გურამ ღოღობერიძის სახლში.
სამწუხაროდ უშანგი და გურამი ადრე გარდაიცვალნენ. უშანგი ინჟინერი იყო,
გურამმა კი თეატრალური ონსტიტუტი დაამთავრა და ჯერ ქუთაისის თეატრში
შემდეგ კი თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრში მოღვაწეობდა. ახალი წლის
დღეებში ტრადიციულად ჩამოვივლიდით ხოლმე ერთმანეთის სახლებში და
ოჯახის წევრებს ვულოცავდით ახალ წელს. ეს ტრადიცია თითქმის დაიკარგა რაც
იმას ნიშნავს რომ ძველი თბილისის ახლო მეზობლობა დავიწყებას მიეცა. ეს
ძირითადად იმან განაპირობა რომ თბილისური ეზოები შეცვალა
მაღალსართულიანმა კორპუსებმა სადაც მეზობლები ისე აღარ არიან
დაახლოებული, როგორცასაერთო ეზოების დროს. ფაქტიურად საერთო ეზოების
მცხოვრებნი ერთმანეთთან ნათესავებივით ვიყავით დაახლოებული.
მაცხოვრებლები ერთმანეთს ახლოს ვიცნობდით უბნების ფარგლებში და ხშირად
ფარგლებს გარეთაც. ეს ისეთი ნაცნობობა იყო, რომელიც დღეს სოფლებს
შემორჩა. ავლაბარში, სადაც მე დავიბადე იმ უბანს « შავსოფელი » ერქვა,
მომიჯნავე უბანს « დოლაბაური », უფრო მოშორებით — ფერმა, ძაღლის უბანი და ა.
შ. თბილისის მსხვილი დასახლებები კი სხვადასხვა სახელებით იყო ცნობილი,
რომელიც დღესაც შემორჩა. ძველი დასახლებებიდან იყო ორთაჭალა, ავლაბარი,
ნავთლუღი, ჩუღურეთი, დიდუბე, ნაძალადევი, მთაწმინდა, ვერა, ვაკე,
საბურთალო. ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა საბურთალო, დიდუბე,
24
ნაძალადევი, ნავთლუღი, რომლებსაც შეემატნენ დიღმის და ახალი დიღმის
დასახლებები, თემქა და გლდანი, ხილიანი.
ჩემს ბავშვობაში შემდეგი მარშრუტის ტრამვაები მოძრაობდნენ: 3, 3ა,
4,5,6,7,8,9,10,11,13,15,19, შემდეგ დაემატნენ 20 და 21, ვაკისა და ნაძალადევის
გაგრძელებაზე. ტროლეიბუსები 1 დან 9-ის ჩათვლით, შემდეგ დაემატნენ 10 და 11.
სამწუხაროდ თბილისში უთავბოლო ქალაქის მმართველობის მიერ 90-იანი
წლების შემდეგ აღარც ტრამვაი და არც ტროლეიბუსები აღარ მოძრაობენ, არადა
ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ტრანსპორტს განეკუთვნებიან. სამწუხაროა რომ
არც კონკა, ტრამვაის ვაგონები და არც ტროლეიბუსები, სამუზეუმო ექსპონატებად
შენარჩუნებულიც აღარ არიან. ყველაფერი ჯართად აქციეს, იმას კი ვერ
ხვებოდნენ რომ ეს ყველაფერი ჩვენი ისტორიის ნაწილია.
ჩემი უშუალო ინიციატივით რკინიგზაზე შენარჩუნებულია პირველი საბჭოთა
ელმავალი რომელიც ხაშურის სადგურის პერონზეა და საბჭოთა კავშირში
პირველი ელექტრიფიცირებული უბნის მკვებავი იტალიური « კოჟენელის » ტიპის
გენერატორები, რომლებიც ხაშურის და მოლიტის ქვესადგურებში დგანან, როგორც
სამუზეუმო ექსპონატები, თუმცა რეკონსტრუქციის დროს კავგიპროტრანსის
ელექტრიფიკაციის განყოფილების უფროსის ძველი ელექტრიფიკატორის ნიკოლაი
ბუკრეევის მონდომებით ისინიც ჯართში უნდა ჩაბარებულიყო. ამის თაობაზე მე
ბუკრეევთან დიდი კამათი მომიწია და დავემუქრე რომ საპროექტო სამუშაოებში
ფულს არ გადავუხდიდი, და ბოლოსდაბოლოს დამკვეთები ჩვენ ვიყავით, და
ჩვენი აზრი იყო გადამწყვეტი.
ასევე არ დავეთანხმე თბილისი სამგზავროს საკონტაქტო ქსელის
რეკონსტრუქციის დროს ორმაგი რკინაბეტონის ანძების და ხისტი განივების
დამონტაჟებას, რომელიც სადგურს დაამახინჯებდა და რკინის ანძებზე
დამონტაჟებული ტროსებით შევაცვლევინე, რომელიც რა თქმა უნდა ქსელს და
სადგურის ტერიტორიას უფრო ღია სახეს უნარჩუნებს.
ჩემი ბავშვობის განსაკუთრებულ სასიხარულო მოგონებებს უკავშირდება 1945
წლის მაისი, როცა ომი დამთავრდა, მაშინ მე-4 კლასში ვსწავლობდი. 1946 წელს
მამაჩემი დაბრუნდა მანჯურიიდან, სადაც მისი დივიზია, კენიგსბერგის ომის
შემდეგ იაპონიის წინააღმდეგ გადაისროლეს.
ცოტა მოგვიანებით დაბრუნდა დეიდაჩემის მეუღლე, შაქრო გოგინაშვილი,
რომელსაც უფრო ტრაგიკული ბედი ეწვია, მისი დივიზია თითქმის მთლიანად
განადგურდა სტალინგრადის დაცვის დროს თვითონ კი ტყვედ ჩავარდა და
მაღალი რანგის ოფიცრების კონცლაგერში მოხვდა გერმანიაში. იქ აღნიშნულ
ოფიცრებს გერმანელები აიძულებდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ
ებრძოლა., იმის გამო რომ მან არ უღალატა საბჭოთა ოფიცრის ღირსებას,
განსაკუთრებით ცუდად ექცეოდნენ და დაბრუნდა ტუბერკულიოზით დაავადებული
და ხელჯოხით, რადგან ფეხებს თავისუფლად ვერ ამოძრავებდა. მიუხედავად
იმისა რომ მას აღუდგინეს სამხედრო წოდება, დაუნიშნეს პენსია და
25
სამკურნალოდ აგზავნიდნენ სამხედრო სანატორიუმებში, ჯანმრთელობა
მთლიანად ვერ აღიდგინა და 60—იანი წლების დასაწყისში გარდაიცვალა.
აერია ცხოვრება მის ვაჟს ოთარის. მიუხედავად ნიჭიერებისა, ის იძულებული
იყო სრულიად ახალგაზრდას ნოვოსიბირსკში, სადაც დედამისთან და დასთან
ერთად დარჩა მამამისის დივიზიის შორიულ აღმოსავლეთიდან სტალინგრადში
გადმოსროლის დროს, სწავლა შეეწყვიტა და მუშაობა დაეწყო, რომ დედას და
მცირეწლოვან დას დახმარებოდა. თბილისში დაბრუნდნენ 1944 წელს, როცა
გერმანელები განდევნეს ევროპული ნაწილიდან. მალე ოთარი ჯარში გაიწვიეს და
რუმინეთში მსახურობდა 5 წლის განმავლობაში, რის გამოც უმაღლესი
სასწავლებელი ვეღარ დაამთავრა, თუმცა ამისთვის ნიჭი არ აკლდა. დამ ლეილამ
პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა და სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ
მუშაობდა რუსულ სკოლაში.
რა თქმა უნდა სასიხარულო იყო სკოლის დამთავრების წელი 1952, შემდეგ
პირველად მოსკოვში ჩასვლა და სამხედრო საარტილერიო საინჟინრო აკადემიაში
მოწყობა, მოსკოვმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მიახდინა, ბევრი რამ ჩემთვის
უჩვეულო იყო. მაგრამ მთავარი იყო ის რომ ხალხი, მიუხედავად ომის შემდგომი
წლების გაჭირვებისა, დიდი ხალისით გამოირჩეოდა, არავითარი დაპირისპირება
სხვადასხვა ეროვნების პიროვნებებს შორის არ არსებობდა. მუზეუმებში,
თეატრებში, კინოებში, მაღაზიებში, სასადილოებში, კაფეებში ყველაფერი
ხელმისაწვდომი იყო, მახსოვს ჩვენ აკადემიის მსმენელები ლექციების შემდეგ
ქალაქში გამოსვლის შემდეგ ხშირად შევდიოდით სასტუმრო « მოსკოვის » პირველ
სართულზე განლაგებუსლ კაფე-რესტორანში, სადაც განსაკუთრებით მოგვწონდა
« ოსეტრინა ზალივნაია ». იქვე ახლოს გორკის ქუჩაზე იყო შესანიშნავი კაფე
სადაც სიამოვნებით შევექცეოდით კოკტეილებს და პუნშებს, ხშირად დავდიოდით
გორკის სახელობის პარკში, აკადემიაში მოჰქონდათ მოსკოვის თეატრების
ბილეთები.
ერთერთი კონცერტის დროს, როდესაც დიდ თეატრში გამოდიოდნენ პოლონელი
მსახიობები, კონცერტს დაესწრო სტალინი. ის ოდნავ მოგვიანებით შემოვიდა
მთავრობის ლოჟაში, ამ დროს მთელი მაყურებელი ფეხზე ადგა, შემობრუნდა
ლოჟისკენ და დიდხანს უკრავდა ტაშს, მსახიობებიც მაყურებელს შეუერთდნენ,
და თითქმის 5 წუთი არ წყდებოდა ოვაციები. მაშინ პირველად დავინახე
ცოცხლად სტალინი, მეორედ კი 1952 წლის 7 ნოემბერს დემონსტრაციაზე
მავზოლიუმის ტრიბუნაზე.
ტრადიციულად სტალინი და პოლიტბიუროს წევრები კრემლში იწვევდნენ
სამხედრო აკადემიების კუსტდამთავრებულებს და ჩვენ მოლოდინში მიყავით
რომ აკადემიის დამთავრების შემდეგ მას შევხვდებოდით მაგრამ სამწუხაროდ
1953 წლის მარტში სტალინი მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების
მიზეზი დღემდე ბურუსით არის მოცული.
მოსკოვში გორკის ქუჩაზე სეირნობის დროს მოულოდნელად შემხვდნენ
ქართველი ტანმოვარჯიშეები, რომლებიც ჩემთან ერთად ვარჯიშოდნენ პიონერთა
26
სასახლეში, მათ შორის იყო შონარა ცნობილაძე რომელმაც იცოდა რომ მე
განსაკუთრებით მომწონდა მისი მეგობარი და ჩვენთან ერთად მოვარჯიშე ჟუჟუნა
აბზიანიძე. სულ მალე მათთან ერთად მომიწია მგზავრობა მოსკოვი-თბილისის
მატარებლით. რომელიღაც სადგურზე მატარებლის ხანგრძლივი დგომის დროს
ისინი პერონზე შემხვდნენ, მათ შორის არ იყო ჟუჟუნა ამიტომ მათ ვაგონში
მიმიწვიეს და მასთან შემახვედრეს. მახსოვს ისინი ღია პლაცკარტით
მგზავრობდნენ და ზედა საწოლი პროსტინით ჰქონდათ გადაღობილი. ჟუჟუნასთან
ურთიერთობა სკოლის წლებში მქონდა, მე მე-11 კლასში, ის კი მე-8 კლასში
ვსწავლობდით. რომ არა მოსკოვში გამგზავრება ჩვენი ურთიერთობა ალბათ
გაღრმავდებოდა, რადგან ორივეს მოგვწონდა ერთმანეთი და არ ვიყავით
წინააღვდეგი ახლო ურთიერთობის.
მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ჩვენ ურთიერთობა აღარ გაგვიგრძელებია, მე
რკინიგზის ინსტიტუტში ის კი პოლიტექნიკურში სწავლობდა. მალე გათხოვდა ჩემს
მეგობარზე, რომლის დედა და დედაჩემი კლასელები იყვნენ, მაგრამ მალე
ერთმანეთს დაშორდნენ. ამ დროს მე უკვე რუსეთში ვმუშაობდი ინსტიტუტის
დამთავრების შემდეგ.
რუსეთის რკინიგზებზე, როგორც ადრე ავღნიშნე, ძირითადად ვშრომობდი
ტრანსციმბირის მაგისტრალზე, 1959 წლიდან 1963 წლის ბოლობდე. მივიღე
მონაწილეობა რუზაევკა-ინზა-კუიბიშევის უბნების ელექტრიფიკაციაში. აგრეთვე
კუიბიშევი-ჩელიაბინსკის, პერმი-სვერდლოვსკის, ისილკულ-მაკუშეინის და
არსებულ უბნებზე გამაძლიერებელი ქვესადგურების გაშვებაში, ისეთებში
როგორებიც იყო იგლინო, მინიარე, ჩაიკოვსკაია, კუნგური.
საერთოდ ყოველთვის ყურადღებით ვმუშაობდი, განსაკუთრებით მას შემდეგ
რაც ქვესადგურში მაღალ ძაბვას შემოვიყვანდით. მქონდა არასასიამოვნო
შემთხვევები როცა ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ერთხელ სადგურ მინიარში
პერვოურალსკაიას ახლოს, ნასვამი ცალფეხა ადგილობრივი ახალგაზრდა,
რომელიც ცალი ყავარჯნით დადიოდა, დაძრულ მატარებელს გამოეკიდა და
შეხტომა მოინდომა, მაგრამ ვერ მოახერხა და ვაგონს ცალი ხელით ჩამოეკიდა.
მისი გადარჩენის მიზნით გამოვეკიდე ჯერ კიდევ ნელა მიმავალ მატარებელს,
მოვკიდე ხელი, მოვწიე, რომ მატარებელს მომეცილებინა, ის კი ხელს არ უშვებდა
ვაგონს. ამ დროს მე ყავარჯენს წამოვდე ფეხი და უნდა წავქცეულიყავი მაგრამ
თავი შევიკავე შემდეგ კი მაგრად მოვქაჩე, მოვწყვიტე მატარებელს და სიკვდილს
გადავარჩინე. გაბრაზებულმა სულ ყავარჯნით ვურტყი, ძლივს გამაგდებინეს
ხელიდან. ცოტაც და მე შეიძლება ვატარებლის ქვეშ ჩავვარდნილიყავი.
მეორედ ერთი სადგურიდან მეორეში ჩვენი საცხოვრებელი ვაგონები
გადავზიდეთ ახალ უბანზე სამუშაოდ. ერთერთ მახარისხებელ სადგურში დიდხანს
გაგვაჩერეს. მე წავედი სადგურისკენ რომ მორიგესთან გამეგო როდის აპირებდნენ
ჩვენი ვაგონების მატარებელში ჩართვას. სადგური ცუდად იყო განათებული.
პარკში სადაც ვაგონები მახარისხებელი გორაკიდან ინერციით ეშვებოდნენ
სხვადასხვა ლიანდაგში ჩასაყენებლად, მივუახლოვდი რკინიგზელს, რომელიც
ვაგონების მოძრაობას არეგულირებდა სამუხრუჭე ბუნიკების მეშვეობით და
27
დავუწყე შეკითხვა ჩვენი ვაგონების თაობაზე, მან ხელი მომკიდა და გამომწია
თავისკენ, ამ დროს ჩემს წინ ვაგონმა ჩაირბინა.
მესამედ რუსეთში ბოლო ქვესადგურის გაშვების შემდეგ, როცა თბილისში
ვაპირებდი გამომგზავრებას, ელექტრო სამონტაჟო მატარებელში სადაც მე
ვმუშაობდი ველოდებოდი ბრძანების დაწერას ჩემი განთავისუფლების შესახებ.
მითხრეს რომ აღნიშნულ ქვესადგურში რაღაც პრეტენზია გამოთქვეს
ადგილობრივი ენერგოსისტემის თანამშრომლებმა და მთხოვეს მათთან
მომეგვარებინა საქმე.
ქვესადგურის უფროსმა სამუშაოს მომზადება ელექტროენერგიის გამორთვით
დაავალა ქვესადრურის გამოუცდელ მორიგეს. მე მეჩქარებოდა უკან მიმავალ
მატარებელზე და პირველად ჩემს პრაქტიკაში თვითონ არ შევამოწმე სამუშაოს
უსაფრთხოება. ქვესადგურის უფროსთან ერთად დავიწყე 10 კვ სიძლიერის დენის
ტრანსფპრმატორებიდან დაბალი ძაბვის სადენების ახსნა, მაგრამ ჩემს ხელთ
არსებული ხრახნილით ვერ შევძელი ჩემივე ჭანჭიკის ახსნა. უფროსმა მითხრა
მოიცადე, უფო ძლიერ სახრახნს მოგიტანო და წავიდა ქვესადგურის ძირითადი
შენობისაკენ. მე ამ დროს უფრო მძლავრად დავაწექი სახრახნს და სადენი
გავანთავისუფლე. შემდეგ მე უნდა დავყრდნობოდი ალუმინის სალტეებს,
რომლებიც ზეთიანი ამორთველის ზედა მხარეს იმყოფებოდა და შიდა მხარეს
მომეხსნა მორე სადენი. ამ დროს შემოვარდა უფროსი და გამომათრია
უჯრედიდან. თურმე მორიგეს მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორის გამომთიშველი
არ გამოურთია და ალუმინის სადენები, რომელსაც მე უნდა დავყრდნობოდი 10000
ვოლტის ძაბვის ქვეშ იმყოფებოდა. სულ წამებმა გადაწყვიტეს ჩემი მომავალი.
ქვესადგურის უფროსი გომოცდილი რომ არ ყოფილიყო შეიძლება არც შეემჩნია
მორიგის შეცდომა და უკან დაბრუნებული მე ცოცხალს ვეღარ მნახავდა.
ეს იყო მკაცრი გაკვეთილი იმისა რომ ჩემს სპეციალობაში რომელიც მაღალ
ძაბვებთან იყო დაკავშირებული სხვას არასოდეს არ უნდა ენდო და თვითონ
დარწმუნდე უსაფრთხოებაში. უბრალოდ იმ მომენში ქვესადგურის მორიგესათვის
უნდა მომეთხოვა რომ მაღალი ძაბვის ინდიკატორზე რომელიც ყველა
ქვესადგურის ინვენტარშია, შეემოწმებინა ძაბვის არარსებობა შინებზე.
ეს იყო ბოლო ქვესადგური ჩემი სამონტაჟო მატარებალში მუშაობის პერიოდში,
ქვესადგური მდებარეობდა სვერდლოვსკის რკინიგზაზე, მისი დასახელება აღარ
მახსოვს რადგან აღნიშნულ რკინიგზაზე მრავალი წევის ქვესადგური გავუშვი
ექსპლუატაციაში.
ამის შემდეგ დავბრუნდი თბილისში და მუშაობა გავაგრძელე ამიერკავკასიის
რკინიგზის საგზაო ელექტროტექნიკურ ლაბორატორიაში. ძირითადად
ვემსახურებოდი ინვერტორულ აგრეგატებს, რომლებიც ყველაზე რთულ
დანადგარებად ითვლება წევის ქვესადგურებში. აღნიშნული აგრეგატები
ელმავალების რეკუპერაციულ დამუხრუჭების დროს წარმოქმნილ დამატებით
ებერგიას მუდმივი დენიდან გარდაქმნიან ცვალებად დენში და აბრუნებენ
ენერგოსისტემაში.
28
ამ გარდასახვას სურამის უღელტეხილის სულ პირველ ქვესადგურებში
რომლებიც ექსპლუატაციაში შევიდნენ 1932 წელს კერძოდ ხაშურში, მოლითში და
ზესტაფონში აწარმოებდნენ მოტორ-გენერატორები რაც უბრალოდ ხდებოდა-
სპეციალური კონტაქტორი აღგზნებას უცვლიდა გენერატორს. გენერატორები
შეცვალეს ვერცხლისწყლიანმა ინვენტორებმა, შემდეგ კი ტირისტორულმა
გარდამსახებმა.
გადართვა ერთი რეჟიმიდამ მეორეზე მეტად რთული პროცესია და რომელიმე
ოპერაციის შეუსრულებლობის დროს ხდება მოკლე ჩართვა 3,3 კვ ძაბვის პლუსსა
და მინუსს შორის. პირველი ტირისტორული აგრეგატი რომელიც რკინიგზის
ვაგონებზე იყო დამონტაჟებული და გამოცდის და ქსელში გაშვების მიზნით
ჩამოყვანილი იყო წიფის ქვესადგურში და მის გამოცდაში ძირითადად
მონაწილეობდნენ გზათა სამინისტროს სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრობლები
რომელთაც ინსტიტუტის ელექტროფიკაციის განყოფილების ლაბორატორიის
უფროსი ხელმძღვანელობდა. მათთან ერთად მონაწილეობას ჩვენი გზიდან
ვიღებდი მეც.
აღნიშნულმა დანადგარმა საკავშირო მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედალი
დაიმსახურა რომელიც მოსკოველებთან ერთად გადმომცეს მეც.
საქართველოს რკინიგზის ელექტრიფიკაციის ლაბორატორიაში ხანდაზმულ
პრაქტისოკებთან ერთად მუშაობდნენ საშუალო და ახალგაზრდა თაობის
ინჟინრები, რომლებსაც გამოცდილება აკლდათ. უფროსი თაობის პრაქტიკოსებს
შორის ერთი იყო გამორჩეული, საველი ივანიჩის სახელით, რომელიც თეორიული
ცოდნით არ გამოირჩეოდა და ლაბორატორიის თანამშრომლები კუმირად
აღიქვამდნენ.
ამ პერიოდში კოპიტნარში მოსკოვის ტრესტის თანამშრომლებმა დაამონტაჟეს
110 კვ-იანი წევის ქვესადგური. ტრესტის ხელმძღვანელებს მოველაპარაკე და
გაწყობა-გამოცდის სამუშაოები ლაბორატორიას დაგვითმეს. მე ეს გამოვიყენე
ახალგაზრდა ინჟინრებისათვის ქვესადგურის მართვის სქემის შესწავლისათვის.
საველის და მის ორ პრაქტიკოსს დავავალე ერთერთი გამომრთველის (ორიდან)
სქემის აწყობა, მე კი ახალგაზრდა ინჟინრებთან ერთად დანარჩენი სამუშაოები
შევასრულე. საბოლოო ჯამში ჩვენ ყველა სამუშაო შევასლულეთ სავლემ კი იმ
ერთადერთი გადამართველის აწყობა ვერ დაამთავრა. დაახლოებით ჩვენზე
15ჯერ ნაკლები სამუშაოს შესრულება უწევდათ. ამით საველის პრივილეგია ნულს
გაუტოლდა და იგი იძულებული გახდა თბილისის უბნის სარევიზიო საამქროში
გადასულიყო.
ახალგაზრდა ინჟინრებიდან განსაკუთრებით გამოირჩეოდა ედგარ ხობულური,
რომელსაც ინვენტორული აგრეგატის სქემები შევასწავლე და შემდეგში მასთან
ერთად შევქმენით მისი მართვის გაცილებით უკეთესი სქემა, რომელმაც
გამოგონების პატენტი მოგვიტანა, ეს სქემა შემდეგ გზათა სამინისტროს
ელექტრიფიკაციისა და ლენერტომომარაგების მთავარმა სამმართველომ
საკავშირო მასშტაბით გავრცელდა. მე კი მოსკივიდან მიღებული პრემიით
29
ამტომობილი ვაზ 2106 შევიძინე, რომელიც 2014 წლამდე მემსახურებოდა, მანქანა
1990 წელს შევიძინე. მაშინ მანქანის შესაძენად რამდენიმე წელიწადი რიგში
უნდა მდგარიყავი.
ლაბორატორიაში სულ სამი წელი ვიმუშავე და დამაწინაურეს რამდენიმე
საფეხურით, რკინიგზის ელექტრიფიკაციისა და ენერგეტიკული მეურნეობის
სამსახურის მთავარ ინჟინრად. ეს ფაქტიურად ჩემი სპეციალობის მეორე უმღლესი
საფეხური იყო ა. კ. რკინიგზაზე (სამსახურის უფროსის შემდეგ). მე შევცვალე
მეტად გამოცდილი, ცნობილი სპეციალისტი ჩვენ სფეროში ივანე თოფჩიშვილი.
იგი იყო ერთერთი, რომელიც ხაშური-ზესტაფონის ელექტრიფიკაციის საპროექტო
და სამონტაჟო სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას.
მისი ავტორობით რკინიგზის ვაგონებზე დამონტაჟდა წევის აგრეგატები,
რომელმაც დიდი როლი ითამაშა ომის დროს ელ. უბნების სწრაფად აღდგენის
საქმეში. იგი შემდგომშიც ფართოდ გამოიყენებოდა არსებული უბნების
გასაძლიერებლად და ახალი უბნების ელექტრიფიკაციის დროს.
თოფჩიშვილმა ჩემი დანიშვნის შემდეგ ჩემი თავი გააცნო კავგიპროტრანსის
თანამშრომლებს, რომლებსაც ბუკრეევი ხელმძღვანელობდა,
კავკაზელექტროქსელმშენის თანამშრობლებს, რომლებსაც ალექსანდრე
მიქაბერიძე ხელმძღვანელობდა, ისინი ძველი ელექტრიფიკატორები იყვნენ,
რომლებიც სურამის უღელტეხილის ელექტრიფიკაციაში მონაწილეობდნენ, ასევე
ა.კ. სატრანსპორტო მშენებლობის ტრესტის ხელმძღვანელებს. ამ ორგანიზაციების
თანამშრომლებთან შემდგომში მრავალი წელი მომიწია ახლო ურთიერთობამ.
ასეთი ყურადღებით ექცეოდნენ იმ პერიოდში მომავალი ხელმძღვანელების
ჩამოყალიბებას.
ჩემ უეცარ თანამდებობრივ დაწინაურებას რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო შალვა
ლოგუას მიერ ჩემი დადებითი დახასიათება, აგრეთვე უკვე ამიერკავკასიის
რკინიგზაზე მისი უფროსის პირველი მოადგილის იოსებ ქარუმიძის ჩემდამი
განსაკუთრებულმა ყურადღებამ. ლაბორატორიაში მუშაობისას ჩემთან ერთად
მუშაობდა აბესალომ ჟღენტი, ქარუმიძის ცოლისძმა, აბესალომი მეექვსე შვილად
ყავდა მიღებული ქარუმიძეს და მის ოჯახში ცხოვრობდა, იოსებ ქარუმიძე მისგან
იღებდა ინფორმაციას ჩემს შესახებ.
ათი წლის შემდეგ მე უკვე სამსახურის უფროსად დამაწინაურეს.
სამსახურში მუშაობის პერიოდში კიდევ უფრო დამუახლოვდი გზათა
სამინისტროს ელექტროფიკაციილ მთავარი სამმართველოს თანამშრობლებს, მის
უფროსს სერგეი სერდინოვს, მოადგილეს შილკინს, აგრეთვე ჩემი ყოფილი
ტრესტის ტრანსელექტრომონტაჟის თანამშრომლებს, რამაც საშუალება მომცა
რკინიგზის ელექტრომეურნეობა განსაკუთრებით გამეძლიერებინა. ჩემი მუშაობის
პერიოდში მოხდა საქართველოსა და სომხეთის რკინიგზების სრული
ელექტრიფიკაცია, მსოფლიოში მხოლოდ შვეიცარია იყო სახელმწიფო, სადაც
30
მთელი რკინიგზა იყო ელექტრიფიცირებული. მე მგონი დღესაც მათ გარდა არც
ერთი სახელმწიფოს რკინიგზა მთლიანად ელექტრიფიცირებული არ არის.
ჩვენი რკინიგზა მთლიანად აღიჭურვა გრძივი 10 კვ ძაბვის ხაზებით, რომელიც
საკონტაქტო ქსელის ანძებზე დამონტაჟდა და დუბლირებას უკეთებდა
ავტობლოკირების 6 კვ ხაზებს ხოლო სადგურის სხვა ელექტრომომარაგების
ძირითად კვებად გადაიქცნენ. ვერცხლისწყლიანი გარდამსახები მთლიანად
შეიცვალა ქვესადგურებში, ჩვენ მეორენი ვიყავით კუიბიშევის რკინიგზის შემდეგ
სადაც ეს განხორციელდა, ქვესადგურებს შორის აშენდა გამაძლიერებელი და
მართებითი ქვესადგურები. 10 წლის განმავლობაში 30 — მდე, მაგალითად გაგრა,
ახალი ათონი, დრანდა, ხეთა, აბაშა, კოპიტნარი, სვირი, მარლისი, ლიხი, მეტეხი,
სვრა, დიდუბე, კუმისი, და სხვა.
ოთხი წლის შემდეგ სამსახურის უფროსობიდან გადამიყვანეს რკინიგზის
უფროსის მოადგილის — რკინიგზის მთავარი ტექნიკური რევიზორის
თამანდებობაზე. ეს თანამდებობა, ერთერთი პასუხსაგები იყო მაშინდელ
რკინიგზებზე. ადრე მთავარი რევიზორი რკინიგზის უფროსს არ ემორჩილებოდა
და უშუალოდ საკავშირო სამინისტროს წარმოადგენდა რკინიგზებზე.
მისი მოვალეობა იყო მუდმივად ეკონტროლებინა რკინიგზის წარმოების
ხელმძღვანელები, სამმართველოს ხელმძღვანელები, ტექნიკური ექსპლუატაციის
წესების, მოძრაობის ინსტრუქციის, კავშირგაბმულობის და სიგნალიზაციის
ინსტრუქტიების დაცვა, რაც მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობას
განაპირობებდა. მის უშუალო დაქვემდებარებაში იყო აღმდგენი მატარებლები,
რკინიგზის განყოფილებების რევიზორების აპარატები. მის აპარატში ირიცხებოდა
ორი მოადგილე და თანაშემწეები რკინიგზის ყველა მეურნეობების მიხედვით:
მოძრაობის, სალოკომოტივო, სავაგონო, სალიანდაგო, სიგნალიზაციის და
კავშირგაბმულობის, ელექტრიფიკაციის დარგის მაღალი კვალიფიკაციის
სპეციალისტები.
თანამდებობრივად, მთავარ რევიზორს ჰქონდა რკინიგზის ფორმის მიხედვით
უმაღლესი რანგის სამი ვარსკვლავი (სამხედროსთან შედარებით გენერალ-
პოლკოვნიკი), მოადგილეებს ორ-ორი, ხოლო თანაშემწეებს თითო ვარსკვლავი.
მოადგილეები გათანაბრებულები იყვნენ სამსახურის უფროსებთან.
ამ თანამდებობაზე მუშაობისას მალე დამავყარე საუკეთესო ურთიერთობა ჩემს
კურატორ მინისტრის მოადგილე — სამინისტროს მთავარ რევიზორ სოლოვიოვთან
და მის მოადგილეებთან და მივაღწიე იმას რომ ჩვენი აღმდგენი მატარებლები
აღიჭურვნენ გერმანული 150 ტონის კრანებით (ხაშური, თბილისი, ლენინაკანი),
იაპონური « კამაცუს » ფირმის მძლავრი ტრაქტორებით რომლებიც საშუალებას
გვაძლევდნენ მოკლე დროში აღმოგვეფხვრა რკინიგზაზე ავარიის შედეგები და
დროზე გაგვეხსნა მოძრაობა. თბილისის აღმდგენ მატარებლისთვის ავაშენე
თანამედროვე შენობა, რაც გაცილებით უკეთეს პირობებს უქმნიდა მატარებელში
მომუშავე მუშა-მოსამსახურეებს.
31
სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მე შემიყვანეს
სამმართველოს მთავარი ინჟინრის შემცვლელის რეზერვში.
მთავარი რევიზორის თანამდებობაზე ოთხი წლის მუშაობის შემდეგ რკინიგზის
უფროსმა ჩვენი მოსკოვში ერთად ყოფნის დროს ჩემს კურატორს სოლოვიოვს
სთხოვა თანხმობა ჩემი რევიზორის თანამდებობიდან გადასვლის შესახებ,
მაგრამ რკინიგზის უფროსმა ლევან ვარდოსანიძემ მისი კაბინეტიდან გამოსვლის
შემდეგ მითხრა, რომ სოლოვიოვმა არ მისცა ამის თაობაზე თანხმობა.
ამის შემდეგ მთავარი ინჟინრის თანამდებობა თითქმის სამი წლის
განმავლობაში ვაკანტური იყო და შემდეგ ვარდოსანიძის რკინიგზიდან წასვლის
შემდეგ იქ დანიშნეს მეტროპოლიტენის უფროსი იგორ მელქაძე.
იქამდე კი რკინიგზაზე მომხდარი ავარიის შედეგად, რისი მიზეზიც ელმავლის
მემანქანის მიერ წითელი შუქნიშნის გავლა და სახალხო მატარებლებზე უკნიდან
დაჯახებას მოყვა მრავალრიცხოვანი მსხვერპლი, მე გამანთავისუფლეს
თანამდებობიდან და გადამიყვანეს სამმართველოს ტექნიკური განყოფილების
უფროსის თანამდებობაზე.
თუმცა ჩემი განთავისუფლების წინააღმდეგები იყვნენ მინისტრის მოადგილე და
მინისტრი კონარევიც და საქართველოს პარტიის ცკ-ს ბიუროზე მე გამრიცხეს
კომუნისტური პარტიის რიგებიდან და ავტომატურად დადგა ჩემი
თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხი რადგან აღნიშნული თანამდებობა
ცკ-ს ბიუროს ნომენკლატურას განეკუთვნებოდა.
თუმცა ამის შემდეგ საკავშირო ცკ-ს ვრეწველობისა და ტრანსპორტის
განყოფილების უფროსის პასტერნაკის მიერ საქართველოს კომპარტიის დკ-ს
მეორე მდივანმა ნიკოლსკიმ სირყვიერი საყვედური მიიღო ამ გადაწყვეტილების
გამო (ამ დროს ბიუროს ის ხელმძღვანელობდა, რადგან პირველი მდივანი ჯუმბერ
პატიაშვილი საზღვარგარეთ იმყოფებოდა).
სულ მალე საბჭოთა კავშირი დაიშალა, კომპარტია ჩამოშორდა მმართველობას
და მე ისევ დამაწინაურეს უფროსის მოადგილედ, შემდგომში საქართველოს
რკინიგზის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ. ამ დროს გენერალურ
დირექტორად მუშაობდა აკაკი ჩხაიძე, მან შეცვალა გამსახურდიას
პრეხიდენტობისას დანიშნული ვაშაკიძე. მას არც ენერგია აკლდა და არც
რკინიგზაში მუშაობის გამოცდილება მაგრამ თვითდაჯერებულობა ხელს უშლიდა
ისეთი რთული მრავალდარგოვანი უწყების ხელმძღვანელობაში, როგორიც არის
რკინიგზა. ის ძირითადად მშენებლობით იყო დაკავებული.
საბოლოო ჯამში ედუარდ შევარდნაძის თბილისში დაბრუნების შემდეგ ციხეში
მოხვდა, თუმცა ამის აუცილებლობა არ არსებობდა, ის მხოლოდ უნდა
გაენთავისუფლებინათ თანამდებობიდან.
მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა რკინიგზას დიდი პრობლემები
შეექმნა ყოფილ საბჭოთა კავშირის მთლიან ტერიტორიაზე. ტვირთბრუნვა
მკვეთრად შემცირდა უამრავი ვაგონი და ელმავალი უფუნქციოდ დარჩა.
32
სატვირთო ვაგონების განაწილების პროპორციული წესით ჩვენი გზისთვის
მიუღებელი იყო. ჩვენთან მოხვდა ისეთი ვაგონებიც, რომლებიც ჩვენს გზაზე
არასოდეს მოძრაობდნენ. ასე თუ ისე მუშაობდნენ ცისტერნები, ნაწილი
ნახევარვაგონებისა, უამრავი ვაგონები უფუნქციოდ იყო დაყრილი სადგურის
ლიანდაგებში და უმოწყალოდ იძარცვებოდა. რკინიგზა მოხვდა ქონების დაცვის
სამინისტროში სადაც წარმოდგენა არ ჰქონდათ რკინიგზის სპეციფიკაზე და ხელს
გვიშლიდნენ მუშაობაში. უამრავი ვაგონი ჩამოსაწერი იყო, მაგრამ ამის უფლებას
არ გვაძლევდნენ, თუმცა შეგვეძლო უამრავი მარაგნაწილი შეგვექმნა და სხვა
ვაგონები შეგვეკეთებინა. უფუნქციოდ დარჩნენ ელმავალმშენებელი და
ვაგონშემკეთებელი ქარხნები.
ჩემი ინიციატივით დავალება მივეცი ლემავალმშენებელი ქარხნის
საკონსტრუქტორო ბიუროს შეემუშავებინათ პროექტი რვაღერძიანი ვლ-10
რვაღერძიანი ელმავლის ორ ოთხღერძიან ელმავლად გადასაკეთებლად. ამით
დავასაქმე ბიუროს თანამშრობლებიც და ქარხნის მუშამოსამსახურეები. პირველი
ოთხღერძიანი ელმავალი სახელმწიფო პრიემიაზე წარმოვადგინეთ და პრემია
დაიმსახურა კიდეც, მაგრამ პრემია ჩემს მაგიერ მიიღო ჩხაიძემ, რომელსაც
წარმოდგენა არ ჰქონდა საერთოდ ელმავლების კონსტრუქციაზე.
ჩემივე ინიციატივით გადავწყვიტე თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანას
შეექმნა დღის მატარებლებისთვის დამახასიათებელი ვაგონების ტიპი არსებული
სამგზავრო ვაგონების ხარჯზე. ამისათვის მე ქარხნის დირექტორისა და მთავარი
ინჟინრის მონაწილეობით მომიხდა იუგოსლავიაში და ესპანეთში მოგზაურობა,
მაგრამ მათ მიერ შომოთავაზებული პირობები ჩვენთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
საბოლოო ჯამში თვითონ ქარხნის მთავარი ინჟინრის გურამ რატიანის
ინიციატივით და უფროსის ბადრი წილოსანის მონდომებით თვითონ ქარხნის
ინჟინრებმა დააპროექტეს შემდეგ რეკონსტრუქცია გაუკეთეს არსებულ ვაგონებს,
რომელთა ნაწილი სალონი თვითფრინავის ბორტის მაგვარი იყო, ნაწილი კი
კუპირებული, ოღონდ მხოლოდ სავარძლებით, საწოლის გარეშე.
ჩემი ჩინეთში მივლინების დროს ხელი მოვაწერე ჩინეთის რკინიგზის
მინისტრთან სახალხო ვაგონების ერთობლივად რეკონსტრუქციის თაობაზე.
აღნიშნული შეთანხმება ჩემი რკინიგზიდან იძულებითი წამოსვლის შემდეგ (ე.წ.
ვარდების რევოლუციის შემდეგ) დიდი დაგვიანებით შესრულდა.
პირველი, ჩვენი ძალებით შექმნილი ვაგონებით დავაკომპლექტეთ თბილისი-
ქუთაისის მატარებელი ჩვენს მიერვე შექმნილი ოთხღერძიანი ელმავლით.
შემდგომში ვაგონშემკეთებელმა ქარხანამ რიგის ქარხნის
ელექტრომატარებლების ნაწილობრივი რეკონსტრუქციის მეშვეობით პირველი
დღის მატარებლები გავუშვით თბილისიდან ბათუმში. დღეს ამ უბნებზე
ძირითადად ჩინეთში აშენებული მატარებლები მოძრაობენ.
ჩემივე ინიციატივით რკინიგზამ რკინაბეტონის ქარხანაში დაიწყო
რკინაბეტონის განძელების ჩამოსხმა. ამ მიზნით ვიყავი იტალიაში და სწორედ
იქაური ქარხნის მოწყობილობა ჩამოვიტანეთ და დამიწყეთ საკუთარი
33
რკინაბოტონის განძელების ჩამოსცმა, აღნიშნულ განძელებზე პირველად
აღნიშნულ შპალებზე დავნერგეთ უჭანჭიკო სამაგრების მოწყობა, თუმცა
სალიანდაგო სამსახურის სპეციალისტები პირველად სკეფტიკურად უყურებდნენ
ამ სამაგრებს.
ჩემივე ინიციატივით შევიძინეთ რამოდენიმე ღორღის საწმენდი ავსტიიდან.
აღნიშნული მოძრავი მექანიზმი იღებდა გაჭუჭყიანებულ ღორღს, წმენდდა მას და
70% აბრუნებდა ლიანდაგში. ამან რა თქმა უნდა დიდი ეკონომია მოუტანა
რკინიგზას.
ჩემივე ინიციატივით დავნერგე წევის ქვესადგურები ბევრად პატარა შენობებით
ვიდრე ტიპიური პროექტი ითვალისწინებდა. საქმე იმაში იყო რომ იმ დროისთვის
ქარხნები უკვე უშვებდნენ ღია ცის ქვეშ დასადგომ გამმართველებს, ინვერტორები
კი მხოლოდ შენობაში დასადგმელად იყო განკუთვნილი.
მე გამოვიყენე მხოლოდ ცისქვეშ დასადგმელი გამმართველები — პატარა შენობა
და შიგ მხოლოდ ინვერტორები განვათავსე.
კავგიპროტრანსმა არ გაითვალისწინა ჩემი წინადადება და მარაბდა-
ახალქალაქის რკინიგზაზე 90 მეტრის შენობები დააპროექტა, სადაც
გამმართველებიცა და ინვერტორიბიც ერთად იყო განლაგებული.
არმგიპროტრანსმა კი გაითვალისწინა და ჩემი წინადადებებით დააპროექტა
ქვესადგურები ერევნის შემომავალ რკინიგზაზე და 2 მილიონზე მეტი ეკონომია
მიიღო. ამ ფულით ერევნის განყოფილებამ არზნიში დასასვენებელი სახლი
ააშენა.
განყოფილების უფროსი ამბარცუმ ღანდელიანი მეუბნებოდა შენთვილ
გათვალისწინებული მაქვს ერთი ოთახი და როცა დამჭირდებ მაშინ ჩამოდი
დასასვენებლად და სამკურნალოდო.
ამბარცუმ ღანდელიანი შესანიშნავი ხელმძღვანელი იყო, მან პირდაპირ
შეცვალა განყოფილების ინფრასტრუქტურა, რაშიც იმდროინდელი საკავშირო
მინისტრი პავლოვსკი ეხმარებოდა, რომელიც რუსეთში მასთან ერთად მუშაობდა
ერთ ერთ რკინიგზაზე და მასთან მეგობრობდა.
სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთში არეულობის
პერიოდში ის თავის ავტომობილში ჩაცხრილეს სამსახურში მიმავალი.
განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ჩემი როლი თბილისში « ლოკომოტივის »
ახალი სტადიონის აშენებისას.
როდესაც საქართველოს პირველობა საკავშირო პირველობას გამოეყო,
თბილისის ლოკომოტივის საფეხბურთო გუნდი დაშლილი იყო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ვერაბ ჟორდანიას მოსვლის შემდეგ,
იგი გედერაციის მდივანთან და ფეხბურთელ ქინქლაძის მამასთან რობინზონთან
ერთად მოვიდნენ რკინიგზის სამმართველოში და შემხვდნენ ჩხაიძეს და მე.
34
შემოგვთავაზეს ახალი გუნდის ჩამოყალიბება და პირველ ლიგაში ჩართვას
დაგვპირდნენ. ქინქლაძის მამა შეგვპირდა რომ შვილი ნაწილობრივ
დააფინანსებდა გუნდის აღჭურვას შესაბამისი ფორმით.
ჩხაიძე დაპირდა გუნდის ჩამოყალიბებას და განაცხადა ჩვენ ძლიერ გუნდს
სევქმნით, რომელიც ყოველთვის მეორე ადგილისთვის ობრძოლებდა რადგან
პირველი ყოველთვის « დინამო » იქნებოდა. მე შევეკამათე და ვუთხარი ჩვენ
ისეთი გუნდი უნდა შევქმნათ რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა.
ერთი წლის შემდეგ გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიდა. გუნდის მთავარ
მწვრთნელად დაინიშნა თემურ მახარაძე. მე მას ვეხმარებოდი გუნდის
დაკომპლექტებაში პერსპექტიული ფეხბურთელებით რომლებიც მას მოსწონდა.
გუნდს უნდა ებრძოლა ჩემპიონობისთვის, სამჯერ საქართველოს თასიც მოიგო
მაგრამ ხელის შეწყობა პირველ რიგში ჩხაიძის მიერ არ ჰქონდა, რომელიც გუნდის
პრეზიდენტი იყო. მახარაძემ შემომჩივლა რომ არც ლოკომოტივის სტადიონზე და
არც დიდუბის ბაზაზე ელემენტარული პირობები არ იყო გუნდის მოსამზადებლად.
მაშინ მე შევთავაზე ჩხაიძეს აგვეშენებინა ახალი სტადიონი ძველის ადგილზე.
ილ დამთანხმდა და მითხრა რომ მე ჩავდგომოდი ამას სათავეში.
დავუძახე ჩვენივე საპროექტო ინსტიტუტის არქიტექტორს ვარდანაშვილს და
დავავალე სუფთა საფეხბურთო სტადიონი დაეპროექტიბინა სარბენი ბილიკების
გარეშე, ოთხკუთხედი ტიპის. პირველი რიგი შემაღლებული უნდა ყოფილიყო რომ
მაყურებელს საშუალება ჰქონოდა კომფორტულად ეყურებინა თამაშისთვის. ასეც
შევთანხმდით, მაგრამ ჩემთან შეუთანხმებლად დააპროექტა ოვალური სტადიონი
რომელიც თურმე ჩხაიძეს უფრო მოსწონდა.
მშენებლობის დაწყებისას, როდესაც ჩვენს არქიტექტორს ვუსაყვედურე რატომ
შეცვალა ჩვენი შეთანხმება, ჩხაძემ მითხრა კარგი ნუღარ საყვედურობ,
ფუნდამენტები უკვე ჩამოსხმულიაო.
რამდენიმე წარუმატებელი თამაშის შემდეგ ჩხაიძემ მახარაძე გაანთავისუფლა.
მე მას შევთავაზე გივი ნოდია ჩამოეყვანა, რომელიც იმ დროს ლენინგრადის
« ლოკომოტივს » წარმატებით უძღვებოდა.
ჩვენ მოვძებნეთ და ისიც დაგვთანხმდა და სათავეში ჩაუდგა « ლოკომოტივს »
მაგრამ შუა გზაზე მიატოვა გუნდი ისე რომ ჩვენ არ შეგვითანხმა და « დინამოში »
გადავიდა.
იგი შევცვალეთ რევაზ ძოძუაშვილით. რევაზმა მართლა კარგ შედეგებს მიაღწია.
პირველი წრის შემდეგ მეორე ადგილზე მყოფ « დინამოს » 8 ქულით უსწრებდა და
9 ქულით ქუთაისის « ტორპედოს ».
მოულოდნელად ჩხაიძემ ძოძუაშვილი გაანთავისუფლა. როდესაც მე ვკითხხე
რატომ გააკეთა ეს მიპასუხა: მას ფული უყვარსო.
ძოძუაშვილი ქუთაისში გადავიდა და 5 წამყვანი ფეხბურთელიც
« ლოკომოტივი »-დან იქ გადაიყვანა. იმ წელსაც და კვლავ მომდევნო ორ წელს
35
ქუთაისის « ტორპედო » ჩემპიონი გახდა, « ლოკომოტივი » კი ერთხელაც ვერ
გახდა ჩემპიონი თუმცა ამის შესაძლებლობა რამდენჯერმე ჰქონდა მწვრთნელის
საქმეებში უხეშად რომ არ ჩარეულიყვნენ. რომ არა ჩემი მოწადინეობა დღეს
თბილისს ლოკომოტივის სტადიონი შეიძლება არც ჰქონოდა. საწყენია რომ დიდი
ტრადიციების მქონე თბილისის « ლოკომოტივი » რამდენიმე წელია უმაღლეს
ლიგაში აღარ თამაშობს.
რახან ფეხბურთს შევეხე მინდა დღევანდელ ჩვენს ფეხბურთის ორგანიზაციაზე
გამოვთქვა ჩემი შეხედულება.
საბჭოთა კავშირში ჩვენი მონაწილეობა უმაღლეს ლიგაში ძირითადად
თბილისის დინამოს მონაწილეობით შემოიფარგლებოდა, რამდენიმე სეზონი იქ
ქუთაისის ტორპედო, თბილისის სპარტაკი (ორი სეზონი), გურია და ერთხელ
თბილისის ლოკომოტივი მონაწილეობდნენ (1938 წ.)
საფეხბურთო ცენტრები კი თბილისთან ერთად იყო სოხუმი, ბათუმი, ქუთაისი,
ზუგდიდი, საიდანაც ძირითადად მოდიოდა შევსება თბილისის დინამოში,
ფაქტიურად საქართველოს ნაკრებში.
პირველ ლიგაში მუდმივად თამაშობდნენ თბილისის ოფიცერთა გუნდი და
თბილისის ლოკომოტივი, 60 იანი წლების პერიოდში მათ დაემატა, ქუთაისის
ტორპედო, ბათუმის და სოხუმის დინამოელები, რუსთავის, ლანჩხუთის გუნდები,
უფრო მოგვიანებით წყალტუბოს, ტყიბულის, ჭიათურას გუნდები. საფეხბურთო
ცენტრები არასოდეს ყოფილან სამტრედია, ზესტაფონი, საჩხერე, თელავი,
ცხინვალი და საქართველოს სხვა ქალაქები, საიდანაც თბილისის დინამოში ან
ქუთაისის ტორპედოში თითო-ოროლას გამოკლებით ფეხბურთელები არ
ხვდებოდნენ, საფეხბურთო ინფრასტრუქტურა არც იყო განვითარებული.
მე ხშირად, უკანასკნელი 15 წელიწადის განმავლობაში, თითქმის
ყოველწლიურად მიხდება შვეიცარიაში ჩასვლა სადაც ჩემი შვილის ოჯახი
ცხოვრობს. შვაიცარიის თითქმის ყველა ქალაქი მაქვს შემოვლილი.
მოგახსენებთ რომ ამ ქვეყნის პირველობაზე უმაღლეს და პირმელ ლიგებში
10-10 გუნდი მონაწილეობს. მაშინ, როდესაც შვეიცარიაში ჩვენზე ორჯერ მეტი
მოსახლეობა ცხოვრობს, შვეიცარია თითქმის ყოველთვის ხვდება ევროპისა და
მსოფლიო პირველობის ფინალურ ეტაპებზე და ბუნებრივია ფეხბურთი ჩვენზე
მეტად არის განვითარებული. ახალგაზრდული გუნდი კი ევროპის პირველობის
ერთერთი ლიდერია. მატარებლით ან მანქანით მგზავრობის დროს თითქმის
ყველა ქალაქში და სოფელში შესანიშნავი საფეხბურთო მოედნები გააჩნიათ, ასეა
ჰოლანდიაში, ყოფილ იუგოსლავიის ქვეყნებში.
ყველასათვის ცნობილია რომ თითქმის ყველა რეგიონალურ გუნდებში
ძირითადად თბილისელები თამაშობენ, პირდაპირ კურიოზია, რომ რამდენიმე
წლის წინ სამეგრელოს ძირითად გუნდში ზუგდიდში არც ერთი მეგრელი
ფეხბურთელი არ თამაშობდა. ან დღევანდელ პირობებში საქართველოს გუნდებში
საზღვარგარეთიდან რომ ჩამოყავთ ფეხბურთელები, ხშირად დაბალი
36
კვალიფიკაციის, რით შეიძლება ამის გამართლება? აქ უფრო ფულის კეთების
სურვილია და არა ადგილობრივი ფეხბურთის განვითარებაზე ფიქრი.
ჩვენი სულმოკლეობის შედეგია რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 20-ზე
მეტი წლის განმავლობაში მხოლოდ წარსულის ეიფორიით ვცხოვრობთ, ვერ
ვხვდებით რომ ყოველწლიურად ვშორდებით იმ წარმატებებს რომლებიც ჩვენ
ფეხბურთს ჰქონდა და არაფერს არ ვაკეთებთ იმისთვის რომ მომავალს
ჩავუყაროთ საფუძველი და მომავალ წარმატებებზე ვიფიქროთ. ამისათვის კი
საჭიროა დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა კრიტიკულად შევაფასოდ, რომ უკვე
იმ ქვეყნებსაც არ ჩამოვრჩეთ სადაც ფეხბურთი საერთოდ პრიმიტიულ დონეზე
იყო, როცა ჩვენ ერთ დროს ევროპაში მოწინავე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატები
ორჯერ მოვიგეთ, თუმცა მეტჯერაც შეგვეძლი, თასიც ორჯერ მოვიპოვეთ და
ევროპულ თასსაც დავეუფლეთ.
ამისათვის კი საჭიროა ფეხბურთისთვის გამოყოფილი თანხები ბავშვთა
ფეხბურთს მოვანდომოთ, ყველა ბავშვს მივცეთ საშუალება უფასოდ ივარჯიშოს
რამდენიმე წელი და შემდეგ სკოლებში დავტოვოთ მხოლოდ პერსპექტიულები,
დანარჩენები თუ დარჩენას მოინდომებენ, საფასური გადაიხადონ. დღეს კი
ფედერაცია ცდილობს თავი გამოიჩინოს და დღეს რაღაც ვირტუალურ შედეგს
მიაღწიოს და არა მომავალი ფედერაციის წარმომადგენლებს რაღაც პოზიტივი
დაახვედროს. სრულიად ზედმეტია ნაკრებისათვის უცხოური
მაღალანაზღაურებადი სპეციალისტების ჩამოტვანა, ჩვენი მინიმუმ ორი ცალკე
ნაკრებით ვერავითარ შედეგს ვერ მივაღწევთ, ჯობს ახალგაზრდულ გუნდებს
მივხედოთ, რომ მომავლისთვის რაღაც საფუძველი შევქმნათ.
ისევ სკოლის წლები
გატაცებული ვიყავით სპორტით და კულტურით, ხშირად დავდიოდით
მოზარდმაყურებელთა, მარჯანიშვილის, რუსთაველის სახელმწიფო თეატრებში,
ფილარმონიაში. ვსწავლობდით ქართულ ხალხურ სიმღერებს, ხშირად
ვიკრიბებოდით ჩვენი თანაკლასელის გურამ ცაგარეიშვილის სტუმართმოყვარე
მშობლების ოჯახში, მათ როიალი ჰქონდათ რაც მეტად იშვიათი იყო იმ წლებში,
გურამი შესანიშნავად უკრავდა, ჩვენ კი მასთან ერთად ვმღეროდით. გურამთან
ახლო ურთიერთობა დღემდე შემომრჩა, ომის დამთავრების შემდეგ ჩვენს ეზოში
შემოასახლეს კიდევ ერთი ქართული ოჯახი, მეუღლეები საშა სულამანიძე და
ლილი სიხარულიძე, ცნობილი ლოტბარის გომარ სიხარულიძის მამიდა. ჩვენს
ეზოში სულ 5 ოჯახი იყო ქართული, ჩვენ, კერვალიშვილები, სიხაშვილები,
ტუხაშვილები და სულამანიძეები, ერთი რუსული, ომის დროს პეტერბურგიდან
გადმოხიზნული ცოლქმარი და მათი ქალიშვილი ჟოზებინა. ომის შემდეგ ისინი
დაბრუნდნენ ლენინგრადში და იმ ოთახში შეასახლეს 31-ე ქარხნის მუშის ოჯახი,
რომლებიც ქარხანასთან ერთად ევაკუაირებული იქნენ არმავირიდან.
იმის გამო რომ მე ძირითადად ომის და ომისშემდგომ გაჭირვების პერიოდში
მომიწია ცხოვრება, ეს წლები ერთნაირად მოსაწყენი იყო, მხოლოდ არდადეგების
37
დროს განსაკუთრებით მხიარულად გაგრაში ვატარებდი დროს. ამ დროს
ვიმოგზაურე სოჩაში, ცისფერ ტბაზე, რიწაზე.
მახსოვს ერთხელ როცა მე-11 კლასში ვსწავლობდი, ლილიმ ამომიტანა ათამდე
მათემატიკური ამოცანა, რომელიც სოფელ სიმონეთის მათემატიკის
მასწავლებელს, მის მაზლს, საშას ძმას ჩამოეტანა. როგორც მითხრეს, ეს
ამოცანები ვერ ამოუხსნიათ სკოლაში, თვით მასწავლებელმაც და ლილიმ მთხოვა
დავხმარებოდი მის ამოხსნაში. მე ეს ამოცანები დაახლოებით ორ საათში
ამოვხსენი და ლილის დავუბრუნე, ჩემი ავტორიტეტი კი სულამანიძეების თვალში
კიდევ უფრო აიწია. ასევე დავეხმარე გამოსაშვები გამოცდების დროს ქალთა 27-ე
სკოლის მოსწავლეებს მას შემდეგ რაც ჩემი ამოცანები ამოვხსენი და საჩქაროდ
გავემგზავრე ქალთა სკოლისაკენ, სადაც სხვა ამოცანებით მელოდებოდნენ. ეს
სიჩქარე ოქროს მედლის დაკარგვითა დამიჯდა და მხოლოდ ვერცლის
დავიმხახურე.
საქმე ის გახლდათ რომ სკოლაში მათემატიკის წერით გამოცდა 5-იანით
შეაფასეს ხოლო ქალაქის განათლების განყოფილებაში ერთი ნიშანი ჩამომაკლეს
სრულიად უწყინარი მექანიკური შეცდომის გამო. დან ორის მაგიერ ისევ ოთხი
დავწერე და შემდეგ ორიანად გადავასწორე. მე ამ დროს უკვე მოსკოვში ვიყავი
ჩასული და აკადემიაში მაპირებდი მოწყობას, ამიტომ არ მომეცა გასაჩივრების
საშუალება. ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა კი პრინციპულობა ვერ
გამოავლინა, ამისათვის ავტორიტეტი არ ეყო. ამას აკადემიაში მოწყობაში ხელი
არ შეუშლია, რადგან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს უმაღლეს
სასწავლებლებში იმ პერიოდში უგამოცდოდ იღებდნენ. ჩვენი კლასიდან ოქროს
მედალი ანზორ ბიჭიაშვილმა მიიღო, ხოლო ვერცხლი ჩემთან ერთად უშანგი
მამაჯანოვს ხვდა.
ანზორი შემდგომში ცნობილი ფიზიკოსი გახდა, სადოქტოროდაც ემზადებოდა
მაგრამ სამწუხაროდ 43 წლის ასაკში სისხლის გათეთრებით გარდაიცვალა. მიზეზი
ალბათ ის იყო, რომ იგი ბირთვულ ქიმიაში ცდებს აკეთებდა რეაქტორებში.
ანზორი ერთერთი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო და მისმა ნაადრევად წასვლამ
გული დამწყვიტა, ჩვენ სკოლის დამთავრების შემდეგ ერთად გავემგზავრეთ
არტილერიის აკადემიაში მოსაწყობად, მაგრამ ილ ადრე დაბრუნდა თბილისში და
მოასწრო თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე მოწყობა. ანზორი
გვიან დაქორწინდა შესანიშნავ ქალბატონზე ლამარა ბახტაძეზე, შესანიშნავი
ოჯახი შექმნეს, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდა მათი ერთად ყოფნა ანზორის
გარდაცვალების გამო. ჩვენ ურთიერთობა გავაგრძელეთ მის მეუღლესთან
რომელიც აღარ გათხოვდა და შესანიშნავი ქალიშვილი ნინო გაზარდა. მისი
მეუღლე ნიკა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის გურამ ენუქიძის ვაჟი
გახლდათ, ისინი ქალვაჟს უზრდიან ქვეყანას.
აქ დროებით ვწყვეტ ლოზანაში წერას. დღეს 2015 წლის 28 იანვარია. ხვალ
თბილისში მივდივარ და წერას იქ გავაგრძელებ.
38
ინჟინრის თანამდებობაზე, პარალელურად ლექციებს ვკითხულობდი რკინიგზის
პრანსპორტის ფაკულტეტის ელექტრული წევის კათედრაზე.
რკინიგზაზე ლაბორატორიაში ვსელმძღვანელობდი საქართველოსა და
სომხეთის უბნებზე ინვერტორული აგრეგატების გაწყობა-გაშვების სამუშაოებს.
დანერგილი მაქვს ინვერტორული აგრეგატის მართვის განსხვავებული სქემა,
რომელიც გაფორმდა გამოგონებად და შემდგომში დაინერგა ყოფილ საბჭოთა
კავშირის რკინიგზებზე რასაც მოჰყვა მილიონობით მანეთის ეკონომია.
1969 წლიდან 1978 წლამდე მვუშაობდი ა.კ. რკინიგზის ელექტრიფიკაციისა და
ენერგომეურნეობის სამსახურის მთავარ ინჟინრად. 1978 წლიდან 1982 წლამდე
ამავე სამსახურის უფროსად, ხოლო 1988 წლამდე ა.კ. რკინიგზის სამმართველოს
უფროსის მოადგილედ. 1988 წლიდან 2003 წლამდე ჯერ ა.კ.რკონიგზის მედგომ
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის პირველ
მოადგილედ.
ამ წლებში მოხდა საქართველოსა და სომხეთის რკინიგზების მთლიანი
ელექტრიფიკაცია. ყოველწლიურად ელექტრომეურნეობაში ხდებოდა საშუალოდ
3-4 მილიონი მანეტის სამუშაოების დანერგვა, გამაძლიერებელი ქვესადგურების,
გრძივი გადამდენი ხაზების სახით. ყოველ წევის ქვესადგურში გამონტაჟებულ
იქნა 4-6 უჯრედი, რომელიც განკუთვნილი იყო ენერგოსისტემის სხვადასხვა
ობიექტების ენერგომომარაგების მიზნით.
რკინიგზის ელექტრიფიკაციის საქმეში დიდი ხვლილის აღსანიშნავად
დაჯილდოებული ვიყავი სსრკ სახალხო მეურნეობის გამოფენის მერცხლის
მედლით, სომხეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით, მონიჭებული მაქვს
სსრკ საპატიო რკინიგზელის და საქართველოს დამსახურებული ინჟინრის
წოდებები. დაჯილდოვებული ვარ ღირსების ორდენით.
ჩემი ინიციატივით და თაოსნობით ელმავალმშენებელმა ქარხანამ გამოუშვა
არსებული 8 ღერძიანი ელმავლების ბაზაზე ორი ოთხთერძიანი ელმავალი
სამგზავრო მატარებლების მომსახურების მიზნით. აღნიშნული ელმავალი
აღინიშნა საქართველოს სახელმწიფო პრემიით. ასევე ჩემი ინიციატივით
თბილისის ვაგონშემკეთებელმა ქარხანამ გამოუშვა სამგზავრო ვაგონები
თვითმფრინავის ვსგავსი სალონებით, რის შემდეგ თბილისი-ქუთაისის, თბილის-
ზუგდიდის, თბილისი-ბათუმის უბნებზე ღამის მატარებლები შეიცვალა დღის
მატარებლებით, რომლებმაც შემდგომში დიდი პოპულარობა მოიხვეჭეს.
Добавить комментарий